“კიბორჩხლებით სავსე კასრის” თეორია

6

არსებობს ერთი თეორია, რომელსაც “კიბორჩხლებით სავსე კასრი” ეწოდება. ეს თეორია წარმოიშვა შემდეგნაირად: კიბორჩხალები მეტად სულელი ქმნილებები არიან. თუკი მათ კასრში ჩავყრით – მიუხედავად ამისა, თითოეულ მათგანს შეუძლია ამოძვრეს და გათავისუფლდეს, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი მათგანი გადაწყვეტს ამოძრომას, დანარჩენები მაშინვე ჩასჭიდებენ საცეცებს და უკან ექაჩებიან. ამგვარად, ვერცერთი ვერ ახერხებს ამოსვლას.

ცხოვრებაშიც ხშირად ვხვდებით მსგავსს ეპიზოდებს:

როდესაც ადამიანი მოწევაზე თავის დანებებას ცდილობს, ხოლო მეგობარი ეუბნება “შეეშვი, მაინც არ გამოგივა” და სიგარეტს აწვდის – გამოდის ის “კიბორჩხლებით სავსე კასრშია.”

როდესაც მეორე უმაღლესს სასწავლებელს ამთავრებ და ეს შენ კოლეგებს უკვირთ, თან იმას გეუბნებიან, რომ ეს რაში გჭირდებოდა, როდესაც სამსახურშიც ისედაც ძალიან იღლები – აქაც კიბორჩხლებით სავსე კასრთან გვაქვს საქმე.

როდესაც საკუთარი მშობლები სულელს გეძახიან(უსაქმურო, უუნაროვ, შენგან არაფერი გამოვა და ა.შ) – დიახ, დიახ ამ დროსაც “კიბორჩხლებით სავსე კასრში” იმყოფებთ.

ეს ადამიანური ბუნებაა და მის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობთ, გარდა ერთისა – იყოთ კასრზე ძლიერი და ამოძრომა განაგრძოთ, მაშინაც კი, როდესაც უკან გექაჩებიან.

წყარო

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...