კვლევის შედეგები მსოფლიოს ბედნიერების შესახებ

0

გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა: ბანგლადეში ყველაზე ბედნიერი ერია მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე მხრივ, სამწუხარო ამბავია: ამ კვლევის შედეგების მიხედვით ის მხოლოდ 46 ადგილს იკავებს მსოფლიოს ბედნიერ ქვეყნებში. ინდოეთი მეხუთე ადგილს იკავებს, ასევე საწყის პოზიციებზე ვხვდებით განასა და ლატვიას, ასევე ხორვატია და ესტონეთი.

კვლევამ, რომელიც ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორების მიერ იქნა ჩატარებული, საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი გარდა ბედნიერებისა. კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის, ბანგლადეშის მოსახლეობა ბევრად მეტ ბედნიერებას იღებს თავისი მცირედი შემოსავლით, ვიდრე, მაგალითად ბრიტანელები (32-ე ადგილი), რომლებსაც ბევრად დიდი საბანკო ანგარიშები აქვთ. ფაქტია, რომ მდიდარი ქვეყნების მოსახლეობა, როგორიცა ავსტრია, ნიდერლანდები, შვეიცარია, კანადა, იაპონია და კიდევ სხვები, მეტად უბედურია, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მაცხოვრებლები, მაალითად ისეთის როგორიცაა დომინიკიელთა რესპუბლიკა და სომხეთი.

ყველაზე უიღბლოები, როგორც ჩანს რუსეთსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში აღმოჩნდნენ. ისინი არც მდიდრები არიან და არც ბედნიერები, რასაც მსოფლიოს ბედნიერების კვლევა მოწმობს. სლოვენია, ლიტვა, სლოვაკეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსია, ბულგარეთი და მოლდოვა მოყვება ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ სიაში. კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა რომ ბრიტანეთმა ბოლო 40 წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა თითქმის გაიორმაგა, მეტი ცხოვრების დონე დიდად არ გამოსწორებულა. უფრო ძველი კვლევები ამბობს, რომ ბევრი ბრიტანელი ფიქრობდა რომ ფულს მათთვის ბედნიერების მოტანა შეეძლო. ახალი კვლევა კი გვიჩვენებს, რომ ასეთი კავშირი ღარიბ ქვეყნებში კიდევ არის, რადგან შემოსავლის მცირედი ზრდაც კი დიდ წინსვლას ნიშნავს იქაური მოსახლეობისათვის.

როგორც ჩანს, მაღალი შემოსავლების მიღმა პირადი ურთიერთობები ინგრევა. კვლევის მიხედვით, მდიდარ ქვეყნებში ბედნიერება ძირითადად პირად ურთიერთობებზე, ჯანმრთელობასა და პროფესიაზეა დამოკიდებული. „ბრიტანელები ახლა ნაკლებად ბედნიერები არიან, ვიდრე 10 წლის წინ. ორი მესამედი ნაწილს ურჩევნია რომ მათი გარემო შეიცვალოს, ვიდრე მეტი სახარჯი ფული და ეკონომიკური ზრდა ჰქონდეთ“, ამბობს რობერტ ვორკესტერი, მოწვეული პროფესორი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში და ამ კვლევის თანაავტორი.

მკვლევარებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ მიუხედავად იმისა რომ ბრიტანელები სხვებთან შედარებით მდიდრები არიან, ბევრი მათგანი მენტალური სიღარიბით იტანჯება, რომელიც პირადი ურთიერთობების უკმარისობითაა გამოწვეული. „ჩვენ დიდ შეცდომაში შევდივართ, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა და თქვენი პირადი მოთხოვნილებები არ ხვდებიან ერთმანეთს,“ ამბობს ნიკ მარკსი, სოციალური მეცნიერებების მკვლევარი, რომელიც მუშაობდა ამ მოხსენებაში.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply