კეთილი ფერია

0
უცნაურია,
რატომ იზიდავს ადამიანს მიუწვდომელი?!
ანდა, რატომ ხედავს ყველაფერს ისე როგორც უნდა?!
ან კიდევ, რატომ აქვთ იმედი იმის, რაც ერთი შეხედვითაც კი უიმედოა?
იქნებ არც არის უცნაური…
პანდორას ყუთშიც ხომ იმედი დარჩა…

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი სულის მეჯლისია, რომელიც რეალობის ოცნებებში, სულის მეორე ნახევრის გვერდით მთელს ქვეყანას ფეხქვეშ გიფენს . .

სიყვარული სულში აყვავებული ჯადოსნური ვარდია, ის საზრდოდ ნაზ მოპყრობასა და თბილ სიტყვას ითხოვს. . .
სიყვარული მშვენიერებაა, გონებისა და სხეულის მპყრობელი და ღვინოსავით მათრობელია…. . .
სიყვარული ძალაუფლებაა, ომშიც კი ბოლომდე მებრძოლი, გამარჯვებული და სულით მეამბოხე. . .
სიყვარული სულის აღმაფრენაა, გონების მეუფე და ამასთანავე ტკივიკის მეფეა. . .
სიყვარული ცხოვრების არსია, სიყვარული არსებობის დასაბამია,,,
სიყვარული ფერადი ქაოსია და ძნელია თავი დააღწიო მის მკლავებს. .
გიყვარდეთ, , , უსიყვარულოდ ცხოვრება სიკვდილია და ცოცხლად გარდაცვალებაა. . . იქნებ უვიცმა დაიპყროს შენი გული, მაგრამ გახსოვდეთ ისიც, კი შენი სიყვარულის ღირსი გამხდარა და მოეფერეთ ,,, ვაითუ გულგრილობით ის დაკარგოთ, ვინც ნამდვილად გიყვართ. . . . გიყვარდეთ, რამეთუ ცხოვრება ნამდვილად ღირს ამისთვის. . . ამ გრძნობით ხომ სულიერი ამაღლება გარდაუვალია. . .

ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც „სიყვარულის ქალაქსაც“ უწოდებდნენ ცხოვრობდა ფერიასავით ნაზი და ხალისიანი გოგონა, რომელიც პატარა ასაკიდანვე თავისი თანატოლებისაგან გამოირჩეოდა საოცრად მეოცნებე და კეთილი ბუნებით.
ეს გოგონა სადაც კი გაივლიდა, იქაურობა მზის სხივებით უმალ ნათდებოდა.. ფერია ისე იზრდებოდა, რომ ბუნების ყველა მოვლენას – წვიმას თუ დარს, თოვლსა თუ ქარიშხალს თავისებურად მხიარულად და სევდიანად აღიქვამდა.
..ნაზად უბერავდა ქარი ხიდან.. ცრემლად მოწყვეტილ შეყვითლებულ ფოთლებს თითქოს არც სურდა შეხებოდა მიწას… ის კი ეშვებოდა შრიალით ძირს, ზოგჯერ ნიავს შეეთამაშებოდა და აფარფატდებოდა … შეძარცვული ხეები კი მედიდურად უცქერდნენ ცას და ემზადებოდნენ შემოდგომოის წვიმის შიშველ მხრებზე შეგრძნებისავის.. ფერია კი გაივლიდა ყვითელი ფოთლების ბილიკზე, მოიხიბლებოდა შემოდგომით სიტყვებით:
“და მაინც, ყვითელი ფოთლების მწამს..”
წავიდეთ?
–კაი, წავიდეთ 🙂
–მართლააა? შენ არ გეშინია?
–არა, რა მაშინებს 🙂 ხომ იცი ტარება?
–კი, მაგრამ, უკან ვერ დამყავს:) მოდი წავიდეთ, რაც იქნება იქნება 🙂 თუ რამე, დავურეკავთ ზის :):)
ცოტა შეშინებული, ცოტაც დაძაბული, მაგრამ ურთიერთგამხნევებულმა გოგოებმა დღეს მანქანა მოვიპარეთ:) ეს სიმღერა კი პირდაპირ პროპორციულად მოქმედებდა ავტომობილის სიჩქარეზე…

წელიწადის ერთ დროს მეორე ენაცვლებოდა, მეორეს – მესამე, მესამეს – მეოთხე, ხოლო წლებს კი ერთმანეთი. ასე გაიზარდა ფერია და გადაიქცა მშვენიერ ყმაწვილ ქალად, რომელიც ასაკით თითქოს უკვე დიდი იყო, მაგრამ ბავშვივით უხაროდა და წყენდა ნებისმიერი ცხოვრებისეული წვრილმანი.
როცა პატარა ხარ გინდა დიდი იყო 🙂 ამისთვის მშობლების ტანისამოსში ჩაფლული მათ სახასიათო მანერებს იმეორებ 🙂 გაიზრდები და ოცნებობ “წამით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბაშვობა და სილამაზე ” თუმცა თუ ძალიან ღრმად ჩაიხედავ საკუთარ თავში დაინახავ, რომ შიგნით ძალიან ღრმად ბავშვური სახე გაქვს და თუნდაც უკვე დიდი ხარ, მაგრამ ზოგჯერ შენ გინდება გულიანად, ბავშვურად, გართობა, გინდება საქანელაზე ჯდობა, ფერადი ბაფთები თმაზე …
შებინდებისას ფერია დარაჯობდა, როგორ შეიკრიბებოდნენ მის აივანთან ახლოს, პატარა მანათობელთა ჯარი. შეიკრიბებოდნენ და ბინდში გახვეულ საღამოს “ნათელობდნენ”, ფერიას კი ეს სასწაულად ეჩვენებოდა 🙂 ბევჯერ ეცადა მათი დაჭერა, უნდოდა ხელთ დაეჭირა ეს სასწაული, მაგრამ ეშინოდა, ეშინოდა ამ სინათლეს არ დაეწვა, მათი შეხების ეშინოდა…
სწორედ იმ დღეს იხილა მანათობელი სასწაული და გაახსენდა, რომ უკვე დიდი ხანია არ უნახავს ციცინათელა, დიდი ხანია არ უცდია მათი დაჭერა..
იმ სასწაულ საღამოს ციცინათელა შეიპარა ფერიას აივანთან ♥
და აი, შემოიპარა შემოდგომა ღრუბლიანი დღეებით და წვიმიანი ღამეებით…
ყვითელ–წითელი ფოთლებითა და გახუნებული მზით… შემოძარცვული ხეებით, სიცივენარევი ქარით და სუსხიანი დღეებით… შემოდგომის მზით დაშაქრებული ყურძენითა და მთვარენაკლული ღამეებით ♥
თითქოს ამით ბედნიერიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი ფერია თითქოს რაღაცის მოლოდინში იყო. ის გრძნობდა, რომ რაღაც უახლოვდებოდა და რომ ის „რაღაც“ ისეთი ძლიერი და კარგი იყო, რომ მთლიანად შეცვლიდა მის სიცოცხლეს, მაგრამ არ იცოდა თუ რა იყო „ეს“.

ხშირად შიშიც შეიპყრობდა ხოლმე – შეცდომაში არ შესულიყო და საბედისწერო ნაბიჯი არ გადაედგა ისეთი, რაც ცხოვრებას დაუნგრევდა მასაც და ირგვლივმყოფთაც. მაშინ ის ხომ აღარასოდეს აღრ გაიღიმებდა, და ის თუ არ გაიღიმებდა, მაშინ მოიწყენდა ბუნებაც და ყველა ცოცხალიც.. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო გრძნობა ხშირად ენაცვლებოდა ერთმანეთს, ამიტომ ჩვენი ფერია ხან გაზაფხულივით ნაზი და ხალისიანი იყო, ხან კიდევ შემოდგომის ფოთოლივით მოწყენილი და უიმედო.. მაგრამ.. „როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა მტიკოდეს
როგორც არ უნდა მციოდეს… ყოველთვის მათბობს მისი თბილი ხელები♥ ტკივილს მიყუჩებს მისი ტუჩები ♥ კალთაში დამიჯენს, ნაზად შემიცურებს თითებს თმებში და შუბლზე მაკოცებს♥ და მეც გავინაბები დედის კალთაში …
♥ მე მიყვარს ჩემი დედიკო… “
დიახაც.. „.. ხუთი წლის ვიყავი, – იხსენებს ფერია, – მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს 1994 წლის, სექტემერი… ერთი კვირაა სკოლა დაიწყო..ერთად გავიარეთ სკოლისაკენ მიმავალი გზის ნაწილი, დედა სახლში უნდა დაბრუნებუნდეს მე კი სკოლაში უნდა შევიდე, გადავეხვიე დედას და თვალები ცრემლით ამევსო მაგრამ არ ვტირივარ, მე ხომ დედას დავპირდი არ ვიტირებდი… მძიმედ გადავყლაპე ცრემლი და გზა გავაგრძელე. ვგრძნობ ნაბიჯების სიმძიმეს მაგრამ მაინც ვაგრძელებ გზას… გზად მიმავალი თავს ვინუგეშებ “მალე სახლში დავბრუნდები და დედასაც ვნახავ.. ძალიან მინდოდა უკან მომეხედა და დედა დამენახა მაგრამ არ მოვიხედე, რადგან ენახა ჩემი სიძლიერე… განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს დედასთან დღესაც, ალბათ იმიტომ რომ ჩემი დედა განსაკუთრებულია, ალბათ ყველა დედა განსაკუთრებულია… ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან დედები ♥ რა სასიამოვნოა როცა დედა გულში ჩაგიკრავს, კალთაში დაგიჯენს და შუბლზე გაკოცებს … როცა თბილი ხელებით მოგეფერება, თმაში ხელს მშვიდად შეგიცურებს და ხელს ხელით გაგითბობს… მაშინ უზომო სიმშვიდეს იგრძნობა.. როგორ ხასიათზეც არ უნდა იყო დამშვიდდები და მოგინდება სულ ესე დედის გვერდით გულიანად, გამხნევებულად და ძლიერად გრძნობდე თავს მე მიყვარს ჩემი დედიკოოოოოოოოოო..♥“
ფერიას ოჯახში ჯანსაღი გარემო სუფევდა და მშობლებმაც სათანადოდ კარგი განათლებითაც უხრუნველჰყვეს:
„..იქნებ, ჩემი დამოკიდებულება ვეფხვისტყაოსნისადმი იმის ბრალია, რომ მშობლები ბავშობიდანვე დიდ სიყვარულს მინერგავდნენ და ხშირად მიკითხავდნენ…
მაგრამ უდაოა რომ, იგი, სიბრძნის ჭეშმარიტი საბადოა…
და ყოველ წაკითხვაზე მასში მარგალიტებს ვპოულბ♥“…..

უცნაური დამოკიდებულება და ხიბლი აკავშირდებდათ ფერიას და წვიმას.. წვიმის წვეთები მორიგეობით მისველებს სახეს და თმას ნაბიჯს ავუჩქარე, წვიმამაც აუჩქარა… ყურში სიმღერა ჩამესმის… სულაც არ ვნაღლობ, რომ წინ კიდევ დიდი გზა მაქვს და წვიმაც არ ნაღვლობს, რომ დამიშალა თმა და მეც ვაგრძელებ წვიმაში სეირნობას… არა, ეს მაისის წვიმა არ იყო. თუმცა ისე წვიმდა, ისე როგორც მაისში იცის მძიმედ, ძლიერად, გადარეულად, ქარარეულად…
წვიმის კვალი ელხაც გამოყვა თმებს, მე კი, გამიხარდა წვიმა დღეს 🙂
სასიამოვნო მოსასმენია, როცა ფანჯრის მიღმა ზამთარია, ოთახში კი ბუხარია გარეთ ცივა შენ კი გთბილა ♥ მერე რა თუ ზაფხულია?! ჩემი ფეხის თითები ეხლაც წაიყინა… გარეთ წვიმს და ცივა.. ღრუბლებით დაფარული ცა… წვიმის წვეთების ნაბიჯების ხმა ფანჯრის მინაზე… სულ, სულ მარტო სახლში… ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ მოიწყინო, მაგრამ არა დღეს და არა ჩემთვის… ეს სიმღერა მახალისებს და მზიან განწყობას მიქმნის წვიმაში♥ გინახავს ასეთი წვიმა ოდესმე? თუ, “კი” მაშინ ერთნი ვართ და თუ, “არა” მაშინ მოუსმინე და შემომიერთდი… ჯერ გაიბერება, შემდეგ წარბს შეკრავს

გაჯავრებული ბოლოს გულმოსული ცრემლად დაიღვრება და ასე ზაფხულის ღრუბლიან დღე, მადიანად აწვიმდება… ფანჯარას შემოვაღებ, სახეს მივუშვრე და ვიგრძნობ შხაფუნა წვიმას წვიმის ნოტიო სურნელის შერევას ვიგრძნობ მიწის სუნთან … მმმმმ, რა მადიანად წვიმს გარეთ♥ სველ თმას მხრებზე დავიყრი, ფანჯრის მიღმა წვიმის წვეთებს დავითვლი ხვალამდე ამ ღამესაც დავიცდი და ფერად ფიქრებს სიზმრის საგზლად გავიშლი…
არ მინდა დაძინება, ალბათ იმიტომ რომ ვიცი არ დამეძინება… არც გათენება მინდა, ალბათ იმიტომ რომ ვიცი თავის ტკივილს ვიგძნიბ გათენებისას… არც ტკივილი მინდა, ალბათ იმიტომ რომ მერე კარაგად ყოფნა მომინდება… არც კარგად ყოფნა მინდა, ალბათ იმიტომ რომ მერე მეტკინება.. რა მინდა ნეტა??…

ასე გადიოდა წლები და ის არც კი ეჭვობდა, რომ იმავე ქალაქის მეორე ნაწილში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის ცხოვრების გზამაც არაერთხელ გადაკვეთა მისი გზა….
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ . . .
თითქოს ტკივილი მახრჩობს და ეს სიტყვები გულში ქვავდება. . .
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე …. . .
არ ვიცი იქნებ მე შენი მონატრება მომენატრა. . . ესეც არ ვიცი.
დაღამდა ჩემს ფიქრში. . . შენ კი უკვე სიკვდილს მოწყურებულ ადამიანად მაქციე . . .

მე ხომ შემოდგომა არ მიყვარდა და ეხლა ისევ ფოთოლცვენაში ვარ . . . მე შენი სევდიანი თვალების უცოდველობა მიყვარს . . .
ღმერთო, ნუთუ ამისთვის ვისჯები? მე ხომ ცოცხალი არ მქვია უშენოდ. . . შენ კი ისევ მიდიხარ იმ უთეთრეს ჯვართან, რომელიც ჩემთვის შორეულია. . ბედისწერამ გამანადგურა. . ნუთუ ეს გინდოდა?. . . . . . . . .
იქნებ ეს ღვთის სასჯელია და ამიტომ ვიღუპები . . . სინათლე და გაზაფხული მინდა. . .
ახალი სიცოცხლე მწყურია და პოვნა მინდა. . . იქნებ უკვე ვიპოვე? ესეც არ ვიცი . .…. უნდა გამოვფხიზლდე . . . სხვა გზა არაა, თორემ დავიღუპები . . .
ნაცნობი ხმა შემოესმა მას…
მგონი მას ეძახიან, თუმცა ალბათ არა, ათასობით ფერია იქნება აქ და ალბათ სხვას ეძახიან…
თუმცა მაინც მოიხედა და ძალიან თბილი ღიმილი დაინახა… არა მარტო ღიმილი, არამედ თბილი ჩახუტებაც და გულთბილი მოკითხვაც… მხიარული, მომხიბვლელი და საყვარელი გოგონა იდგა მის წინ… ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო თუ არა ის – მომხიბვლელი, მშვენიერი, ენით აუღწერელი ზღაპრული ფერია.. და სად არის ამ დროს ფერია ფიქრებით? –
…ზოგჯერ, გზის უსასრულობა მდომებია, ზოგჯერ დასასრული…
ზოგჯერ, ღამის წყვდიადში ჩაძირვა მდომებია, ზოგჯერ, განთიადის ხილვა…
ზოგჯერ, თეთრი ფაფუკი თოვლი მდომებია, ზოგჯერ, მზე, ზღვა და ცხელი ქვიშა…
ზოგჯერ, მძიმე შხაფუნა წვიმა მდომებია, ზოგჯერ, თბილი ნიავით მოტანილი მზის სხივები…
ეხლა კი, მზის სხივები შეგრძნება მინდება სახეზე, ჩემი სურნელის ქარში შერევა მინდება
როგორ მსუბუქია ჰაერი დღეს, მე კი ჰაერზე მეტად მემსუბუქება…

მორიგეობით ეხება თითები შავ – თეთრ კლავიშებს … როგორ მემძიმება ეს კლავიშები, მეცივა კიდეც… თუმცა არც მიკვირის… მე ხომ დიდი ხანია, უკვე აღარც, კი, მახსოვს რამდენი ხანია, არ შევხებივრ მათ … არ მიგრძვნია მათი სითბო … არ მიცდია მომესმინა მათი პასუხი, შეხებისაას რომ მპასუხობენ მჟღერი ნოტები …
ერთი… ერთიც კიდევ …
და აი, გაისმა მათი პასუხი ჩემს შეხებაზე … ცივი კლავიშები გათბა და გამსუბუქდა, თითებმაც იპოვა გზა … უზომოდ მიყვარდა ბავშვობაში ეს ძილისპირული და სიმღერა ხომ ზეპირად ვიცოდი…
საოცარი ის არის რომ ეხლაც კი მახსოვს სიტყვები…
თურმე ის, რაც სასიამოვნოდ გახსოვს არ გავიწყდება მიუხედავად წლებისა.,
თუმცა წლები მას ძალიან ღრმად მიმალავს ხოლმე და რაწამს კი ნახავს გზას გამოსვლისა სამალავიდან, გადაიშლება.. გადაიშლება და დაგაბრუნებს წარსულში,
დაგაბრუნებს და ხელახლა განგაცდევინებს… მერე რა თუ უკვე გვიანია?! მერე რა თუ წამწამები დამიმძიმდა?! მერე რა თუ ძილის დროა?! მე მაინც ესე მემღერება…
…არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც მომინდა ამ თბილი ნოტების მოსმენა..
არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც მერომანტიკულება..
არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც დღეს თბილი განწყობა მაქვს..
ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ოთახში ეხლა ძალიან თბილა…
ნაჩუქარ წიგნში ნაცნობ ფრაზას ვეძებდი, მაგრამ მოულოდნელად განცდილი განცდა ვიპოვე… განცდა, რომელიც მივიწყებულ – მიმალულიყო და აღარც კი მახსოვდა მისი არსებობა.
განცდა, რომელიც კითხვისას მეუფლებოდა და ღამის წყვდიადში იძირებოდა, გათენებისას კი, ისევ მოიპარებოდა და ძილს კვლავ ფიქრი ჩაანაცვლებდა… 5:24 ამ დროს უჩვენებს ჩემი ოთახის საათი. ვერც კი ვიგრძენი როგორ შემომათენდა. ჩიტების ჟრიამულმა შემოიპარა ფანჯარაში და მივხდი, რომ თენებას იწყებს საოცარი სანახავია როგორ იპარება სინათლე ღამის წყვდადში. დასაძინებლად წავალ, მაგრამ დამეძინება კი? ან თუ გამეღვიძება ხვალ დილით? თუმცა რა ხვალ, უკვე ხომ “ხვლეა” და უკვე ხომ დილაა, დილით ხუთი საათი და წუთებიაა უკვე გაღვიძების დროა. მე კი მაინც უნდა დავიძინო:) როგორ მინდოდა დამეთვალა ვარსკვლავები ცაში ამაღამ… როგორ მინდოდა მეგრძნო მთვარის

მოურიდებელი, დაჯინებული მზერა… მაგრამ, ამ ღამეს, ცამ ღრუბელის ჩადარი მორცხვად ჩამოიფარა სახეზე, ღამე ნისლის ბურუსში გაეხვია და თითქოს ჰაერს ნოტიო სევდა შეეპარა… არც ვარსკვლავებია ცაში და მთვარეც ღრუბლების ბურუსში გახვეულ – მიმალულა… თუმცა, უეცრად ცამ ნაფლეთებად შემორჩენილი ღრუბელის საფარი თავიდან მოიშორა და აი გამოჩნდა როგორ ეჩურჩულება ცამდე აწვდილი ხეები მთვარეს, ჩუმად შრილაით ეუბნება სათქმელს… ცა კი ათასობით თვალით დაჰყურებს ღამეშემოსილ სამყაროს…

ოჰ ეს ფიქრები, უსასრულო ფიქრები.. ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი.. მეცადინეობის ნაცვლად კი ვზივარ და ფერიაზე ვფიქრობ! ვგრძნობ მისდამი ნოსტალგიას.. ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . .
– ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე!
– ვიცი!
– რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი!
– ვინ სხვაზე, მე ხომ ვმეცადინეობ?
– გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების ნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული?
– თავი დამანებე ვმეცადინეობ!
– მეცადინეობ? ნუ მაცინებ! არ გრცხვენია, იწვი უკვე…
– თავი დამანებე, ჩემიც მეყოფა!
ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა.. ვაგრძელებ მეცადინეობას…

– რას აკეთებ?
– ვფიქრობ!
– გამოტყდი!
– ჰო!
– რაზე ფიქრობ?
– რაზე არა, ვისზე..
– კიდევ მასზე ფიქრობ . . . რატო??
– არ ვიცი…
– დაივიწყე ეხლა, ან მიდი და ყველაფერი აუხსენი.. ჰე, გადაწყვიტე, რას იზამ?
– არ ვიცი…
– გიყვარს?
– არ ვიცი…
– აბა რა იცი?
– არაფერი ვიცი!
– კარგი რა, არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! გადაწყვიტე საბოლოოდ რას აპირებ.. შენ ძალიან ძლიერი ხარ, შენ შეძლებ ამას.. ოღონდ მოინდომე.. შენ ყველაფერს შეძლებ…!
– არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის!
– ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ შეყვარებული ხარ და ამაში არ გინდა გამოუტყდე საკუთარ თავს…………..
გამოცდა ჰქონდა ფერიასაც.. ეხლა მე აქ უნდა ვიყო?! კარზე გამოცდა მომადგა :)))) და მიბრახუნებს 😀 :D:D:D მე კიდე ვზარმაცობ :)))) თუმცა სადღაც წავიკითხე, რომ ნუ იტყვით და თურმე სიზარმაცეც ცუდი არ ყოფილაა :))) ხოდა გამოდის მეც ცუდს არაფერს ვაკეთებ :)))) ღამეული, გადარეული, ქარარული, ძალმორეული წვიმის წვეთების ნაბიჯების ხმა ფანჯრის მინაზე არ დამაძინებს… ალბათ, წაკითხვასაც ვცდი… თუმცა, ვიცი ამაოდ… ისევ წვიმის წვეთების ნაბიჯების ხმას დავითვლი ფანჯრის მინაზე…

მე პატარა ფერია ვარ და შენი მოფერება მინდა. . .
მე პატარა ანგელოზი ვარ და შენი ალერსი მინდა. . .
მე შენი სიხარული ვარ და შენთან მინდა. . .
მე შენი სიყვარული ვარ და შენი სიყვარული მინდა……….
მე შენი სურნელება ვარ და მოდი დაგათრობ . . .
მე შენი გაზაფხული ვარ და მოდი გაგათბობ. . .
იცი? მგონი მიყვარხარ. . .იცი? მგონი გაღმერთებ. . .იცი? მგონი მენატრები. . . არ მოხვალ? …………………………….. მე გელი . . .

რა შეიძლება ამითს შემდეგ მოხდეს? იქნებ ფერია არც ისე შორს არის ფიქრებში და იქნებ მოვიდა დრო იმისა, რომ მომდევნო ეტაპი მოვიდეს, ანუ რაღაცის საწყისის დროა.. თუმცა დასაწყისი ხომ რაღაცის დასასრულია.. და თუ კი ამ რაღაცას მარტოობა ქვია.. გამოდის რომ ახალი ცვლილება განპირობებულია სიყვარულით.. და რა არის სიყვარული???……………..
გამომგზავნი: ილია ფალავანდიშვილი
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply