„კაცი,რომელსაც სიყვარული ერთხელ შეეძლო“.. ძმის მოგონებები ეროსი მანჯგალაძეზე

0

„მას შემდეგ რაც ეროსიმ თბილისში ბინა მიიღო, მარტო ცხოვრობდა , არც მეუღლე ჰყავდა და არც შვილები. სახლში მარტო ვერ ძლებდა, თითქოს ეშინოდა რაღაცის. სიბნელე არ უყვარდა, ეშინოდა, ჯიბეებში სულ წამლები ელაგა.

სიკვილისაც განსაკუთრებით ეშინოდა.

საკუთარ სახლში, მეგობრების წრეში ყოველთვის თავად იყო თამადა, სადღეგრძელოსთან დაკავშირებით კი საკუთარი ფილოსოფიური მოსაზრება ჰქონდა: “შევარცხვინე ის სადღეგრძელო, რომელიც ჭიქის ხელში აღებამდეა მოფიქრებული , ვენაცვალე იმ სადღეგრძელოს, რომელიც ჭიქის აღებისას არის ჩამოსხმულიო“ . მას განსაკუთრებული სიყვარულის უნარი ჰქონდა, სულ სხვანაირი იყო, ის იყო კაცი, რომელსაც სიყვარული ერთხელ შეეძლო.“

ეროსიმ ელენე (ლენა) ყიფშიძე თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნო. სტუდენტები იყვნენ, ოცნებებით აღსავსენი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ინსტიტუტში მათი რომანის შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მათი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა.

ლენა ძალიან ლამაზი ქალბატონი გახლდათ და არც ერთ მამაკაცს გულგრილს არ ტოვებდა. ულამაზესი მსახიობის შვილს, ზურა ყიფშიძეს ძალიან უნდოდა გაცნობა ეროსი მანჯგალაძისა, რადგან აინტერესებდა როგორი იყო მსახიობი სინამდვილეში, კაცი-რომელსაც დედამისი ასე გამეტებით უყვარდა.

ეროსი მანჯგალაძესთან დაშორების შემდეგ ლენა ყიფშიძე გათხოვდა, თუმცა მას მსახიობის გარდაცვალების დღეს უთქვამს: ჩემი ნამდვილი სიყვარულიაო.

იქნებ, მართლაც ერთხელ მოდის სიყვარული, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ თავშესაფარია და სასოწარკვეთილების ჟამს სიყვარულს ვეძახით.

მსახიობი 57 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მთელი საქართველო გლოვობდა მსახიობის იმიერ ქვეყანაში გამგზავრებას, ასე ნაადრევად წასული არტისტი, ალბათ, კიდევ ბევრ საინტერესო როლს შემოგვთავაზებდა.

ამბობდნენ, ეროსი მანჯგალაძეს ლენას გარდა ამ ქვეყნად არავინ ჰყვარებიაო და ამ ქვეყნიდანაც ამ სიყვარულით აღვსილი წასულა.

3 მარტი ეროსი მანჯგალაძის დაბადების დღეა.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply