Connect with us

ცნობილი გამონათქვამები

კაცი,რომელიც დააკლდა ქალაქს – ოთო გურგენიშვილი

რამდენიმე წელია ქართულ პოეზიაში გამოჩნდა ოთხი ახალგაზრდა ადამიანი – ბაჩო ზაქაიძე,ოთო გურგენიშვილი,გურამ ლაცაბიძე და ამირან ჯანჯღავა.მათი პოეზია გამოირჩევა ფანტასტიურობითა და ლექსიკით. აქვთ ლექსის წარმოთქმის განსაკუთრებული უნარი: შეუძლიათ უმნიშვნელო სიტყვაც კი ყველაზე მნიშვნელოვნად აქციონ.

ორი წლის წინ კი ,,ბოგას”,ანუ ,,მეცამეტე თვის პოეტებს”,დააკლდა ოთო გურგენიშვილი.ის გმირულად დაიღუპა,მთელი საქართველოსთვის საამაყო პიროვნებად იქცა და დღემდე ცოცხლობს მეგობრებისა და ახლობლების გულში,როგორც გმირი.ყოველი წლის 13 სექტემბერს მეგობრები ,,საქართველოს უნივერსიტეტში” ატარებენ ოთოს ხსოვნის საღამოს და ყველას აძლევენ დასწრების საშუალებას.მათთან ერთად საღამოს წარუძღვება ოთოს დედა,ნანა მათუზაშვილი,რომელიც ძალიან ამაყობს თავისი შვილით. საბედნიეროდ,ოთოს დარჩა პატარა გოგონა, ანასტასია .ქალბატონი ნანას აზრით,ის გააჰყვება მამის გზას.

,,კაცი,რომელიც დააკლდა ქალაქს” ასე უწოდეს ოთო გურგენიშვილს.ის მართლაც დააკლდა ყველა ძვირფას ადამიანსა და მისი პოეზიის მოყვარულებს.ეს ფაქტი არაა გასაკვირი,როგორც მისი მეგობრები ამბობენ,ოთო მზად იყო ნებისმიერ დროს მათ გვერდში მდგარიყო.იყო საოცრად თბილი პიროვნება და უანგაროდ ემსახურებოდა სამშობლოს პოეზიით.საკუთარი მკითხველი ძალიან უყვარდა და ბევრ რჩევას აძლევდა:

,,ბიჭებო (მამაკაცებო), უთხარით თქვენს გოგონებს (ქალებს), რომ ძალიან ლამაზები არიან. მხოლოდ სამი სიტყვაა სათქმელი და სამაგიეროდ მათი სახეების დანახვა უნდა გიღირდეთ ყველაფრად. იყავით უფრო მეტად ხალისიანები და ლაღები. გაილამაზეთ ცხოვრება და ყოველთვის და ყველგან გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია”

,,როდესაც ხორციელ სიამოვნებაზე მაღლა, მასთან საუბარს დააყენებ და შენთვის მისი თვალები გახდება ყველა კითხვის პასუხი – მაშინ უნდა მიხვდე, რომ არ არსებობს და არ იარსებებს – ამაზე დიდი ბედნიერება. ”

,,როდესაც ადამიანი რაღაცას გულით გიკეთებთ, ნუ მისცემთ შენიშვნას, თუ ყველაფერი არ გამოუვიდა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ.”

,,როდესაც ადამიანს ესალმებით, გაუღიმეთ. ელემენტარულია.”

,,ისწავლეთ სხვა ადამიანის აზრის პატივისცემა!”

,,ვისწავლოთ ყველა პროფესიის დაფასება – ყველა კაბინეტში ვერ იჯდება.”

,,ყველა ადამიანშია რაღაც ისეთი, რის გამოც ღირს, რომ გიყვარდეს.”

,,გოგონებო, ხანდახან საჭიროა – გადადგათ პირველი ნაბიჯი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ნაბიჯის გადადგმა შველის, ხმაც ამოიღეთ.”

,,არასოდეს მოატყუო ქალები, რომ “მათზე ლამაზი მანდილოსანი, არ არსებობს დედამიწაზე,” თორემ მოვა დრო, როდესაც შეხვდები ქალს – რომლის მსგავსი ნაზი, ლამაზი და ჭკვიანი არსება არასოდეს გეყოლება ნანახი და ისევე როგორც ყველა ქალთან საუბრობდი, მასთანაც იგივე კომპლიმენტებით, იგივე ემოციით დაიხარჯები. აი, სწორედ მაშინ:– თავადვე მიხვდები, თუ რა იაფფასიანი ხარ და იყავი ყოველთვის.”

,,საუკეთესო წლების – საუკეთესოდ გატარება არ ნიშნავს (ავტომატურად) მხოლოდ გართობას! საუკეთესო წლების – საუკეთესოდ გატარება, ბედნიერი და მშვიდი სიბერის გარანტიას გულისხმობს ^_^ ამიტომ, გაანძრიეთ ხელ-ფეხი, გონება და კრეატივი და იპოვეთ თქვენი საქმე ძვირფასო ახალგაზრდებო. ისწავლეთ, რომ ერქვას თქვენს საუკეთესო წლებს, მართლაც საუკეთესო!

მ.არღვლიანი

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ცნობილი გამონათქვამები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ