კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი 4 ნაბიჯი

0

ადამიანები სამსახურში ყოველთვის განიცდიან ფარულ, თუ აშკარა კონკურენციას, რის შედეგადაც ისინი წინაურდებიან, ქვეითდებიან, ან რჩებიან დაკავებულ თანამდებობაზე. რამდენად წარმატებული ხარ სამსახურში, ხშირ შემთხვევაში, განისაზღრება შენი დამოკიდებულებითა და მიდგომებით. სტატიაში წარმოდგენილია ის 4 ნაბიჯი, რომელზეც შეიძლება არასოდეს გიფიქრიათ, მაგრამ ის დაგეხმარება სამსახურში აიმაღლოთ კუნკურენტუნარიანობა.

1. ისწავლე პრიორიტეტების მართვა, იმისათვის რომ, სამსახურში იყო სასურველი მუშაკი. როდესაც შენს წინაშე ბევრი დავალებაა თავმოყრილი, უნდა გქონდეს უნარი გამოყო პრიორიტეტები და განაცალკევო შეუსაბამო საკითხები ერთმანეთისგან. საჭიროა გრძნობდე, თუ რომელი საკითხი საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. მენეჯერთა დიდი ნაწილი ადასტურებს, რომ იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია თანმიმდევრულად და სწრაფად შეასრულოს დავალება, მნიშნელოვანი კონკურენტულიო უპირატესობა გააჩნია.

2. განავითარე დადებითი დამოკიდებულება საქმისადმი. ყველას მოსწონს საქმისადმი პოზიტიურად განწყობლი ადამიანები; როცა საქმე კეთდება ოპტიმისტურად. როცა შენ ასრულებ ნებისმიერ დავალებას ადამიანებისადმი მეგობრული დამოკიდებულებით, ჩათვალე რომ შენთვის ამ ძალისხმევის სანაცვლოდ, იხსნება წინსვლისთვის საჭირო ყველა კარები.

3. განივითარე უნარ-ჩვევები, მუდმივად ეძიე კვალიფიკაცის ამაღლების საშუალებები. გაიარე დამატებითი საგანმანათლებლო კურსები. სთხოვე შენს უფროსს, რომ გადაგიხადოს კურსის საფასური, გასაგებად აუხსენი ამ კურსის გავლის მნიშნელობა. ჰკითხე ხელმძრვანელს, რა წიგნები უნდა წაიკითხო, რომელ ვიდეო მასალას მოუსმინო. რჩევის შესრულების შემდეგ, კი უკან დაუბრუნე შედეგი, თემასთან დაკავშირებული შეკითხვებით. გაოცდები, ამ სტრატეგიით, რამდენად სწრაფად იპყრობთ იმ ადამიანის ყურადგებას, ვისაც ყველაზე მეტად შეუძლია დაგეხმაროს შენი კარიერის ყველა ეტაპზე. ხელმძღვანელები ყოველთვის დადებითი არიან განწყობილი, იმ ადამიანების მიმართ, ვინც მუდმივად ცდილობს მეტის სწავლას.

4. კარიერული წარმატების 85% მოდის პოზიტიურ იმიჯთან შერწყმულ ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევებზე. იმიჯი განისაზღვრება პიროვნების მიმართ ნდობით აღჭურვილი ადამიანების რიცხვით. იმისათვის რომ გაზარდო შენს მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანების რიცხვი, საჭიროა სამუშაო დღის განმავლობაში სწორად განსაჯოთ მათი თქვენდამი გამოხატული დამოკიდებულების ხარისხი. ყურადსაღებია ისა მოვლენა, რომ ქარიზმატული, დადებითი პიროვნება საზოგადოების თვალში უფრო უკეთესად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, ვიდრე უარყოფითად შეფასებული პიროვნება. იმისათვის რომ დადებითი ადამიანისთვის დამხასიათებლი უპირატესობა ისარგებლოთ, იყავით ყურადღებიანი, ინტერესიანი, მოუსმინთ კოლეგებს. ეცადეთ, მეტი ყურადღებით, ზრდილობიანად და პასუხისმგებლობით მოეპყროთ ადამიანებს, ეს მანერა დაგეხმარებათ ნდობის მოპოვებაში. ეს არის საკვანძო მეთოდი ადამიანებზე გავლენის მოსახდენად. თუ გსურს, რომ ადამიანები შენს მხარეს გადმოვიდნენ, დაუსვი მათ პრაქტიკული და საინტერესო შეკითხვები, შემდეგ კი მთელი ყურადღებით მოუსმინე პასუხებს.

კომენტარები

შეთავაზებები

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

Leave A Reply