კარგია,რომ ეს მოხდა !

2
ისტორია მოგვითხრობს ერთ მეფეზე, რომელსაც ერთი ძალიან პოზიტიური მეგობარი ჰყავდა. რაც არ უნდა მომხდარიყო პოზიტიური, თუ ნეგატიური იგი გადაჭრით იტყოდა ხოლმე:
– კარგია,რომ ეს მოხდა !
ერთ დღეს მეფე და მისი მეგობარი სანადიროდ წავიდნენ. მეფის მეგობარმა თოფები დატენა და როდესაც მეფემ გაისროლა, იარაღი გასკდა და მეფეს ცერა თითი მოაგლიჯა…
გაანალიზა რა სიტუაცია, მეფის მეგობარმა ჩვეულ სტილში თქვა:– კარგია, რომ ეს მოხდა !

გამწარებული მეფე კიდევ უფრო განარისხა მეგობრის სიტყვებმა და გაბრაზებულმა თავის მცველებს უბრძანა, რომ დაეჭირათ  იგი და ციხეში ჩაესვათ.
რამოდენიმე თვის შემდეგ მეფე თავისი სამეფოს ერთ უკაცრიელ კუნძულზე ნადირობდა. მოულოდნელად იგი კანიბალებმა შეიპყრეს და თავიანთ სოფელში წაიყვანეს, რათა ეჭამათ იგი. მისი ჭამის დრო, რომ მოვიდა კანიბალებმა შეამჩნიეს, რომ მეფეს ცალ ხელზე მხოლოდ 4 თითი ჰქონდა. მეფისდა ბედად კუნძულის ცრუმორწმუნე კანიბალებს   ტრადიცია ჰქონდათ, რომ მხოლოდ მთელ და ჯანსაღ ადამიანების ჭამდნენ. კანიბალებმა მეფე არ შეჭამეს და თავის გზაზე გაუშვეს.
უკან დაბრუნებულმა მეფემ თავისი მეგობარი ციხიდან გამოაშვებინა, სასახლეში მიიპატიჟა და პატიება სთხოვა.
– მაპატიე, მართალი იყავი ჩემო კარგო მეგობარო ! ძალიან ვწუხვარ რომ ჩემი უგუნურების გამო ამდენი ხანი მოგიწია ციხეში ჯდომა.
– არა, ბოდიშის მოსახდელი არაფერია – მიუგო მეფეს მეგობარმა. ძალიან კარგია,რომ ეს მოხდა ! რადგან მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი აუცილებლად შენთან ერთად ვიქნებოდი..:)
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...