იყო ნამდვილი მეგობარი ნიშნავს:

0
ნადვილი მეგობრობის პრინციპები 
გიყვარდეს მეგობრულად 😉
მეგობრობას მეგობრული სიყვარული სჭირდება. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ მისი შეყვარებული ანდა მეუღლე მისი ,,საუკეთესო მეგობარია”. სრულიად დავეთანხმები, მაგრამ იმედია მიმიხვდით ამ სტატიაში მეგობრობის რა სახეზე ვსაუბრობ :).
 
უგებდე 
ურთიერთგაგება მეგობრობის ერთ–ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რადგან სწორედ აქედან იწყება ამგვარი ურთიერთობა . . .
გსიამოვნებდეს მასთან ურთიერთობა
მეგობრებთან ჩვენი დროის უდიდეს ნაწილს ვატარებთ. უნდა მუდამ გვსიამოვნებდეს მათთან ყოფნა და ძალიან გვსურდეს,რომ რაც შეიძლება მეტი დრო გამოვნახოთ მათთვის . . .
ენდობოდე 
ნდობა მეგობრობაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ენდობი ვერ იქნები კარგი მეგობარი და მეგობრობის ვერც ერთ სხვა კრიტერიუმს ვერ დაიცავ . . .
 
იყო მისი მესაიდუმლე და … თანამოზიარე 
მეგობარი ჩვენი გულის მესაიდუმლეა. უნდა ვუყვებოდეთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია და ვიღებდეთ მათ რჩევებსა და კომენტარებს. მეგობრობა სიყვარულის, სიხარულის, მწუხარების და  ბედნიერების გაზიარებას ნიშნავს. ეცადეთ დაიცვათ ეს პრინციპი თქვენც !  

აფასებდე
მეგობრებს, თუ არ აფასებთ ე.ი ვერც კი ხვდებით, რომ გყავთ ისინი.ურთიერთდაფასება მეგობრობის ხანგძლივობისა და სიძლიერის ერთ–ერთი უდიდესი გარანტია 🙂
 
გაინტერესებდეს
მისი ყველაფერი უნდა გაინტერესებდეს და უნდა ცდილობდე რაც შეიძლება მეტი გაიგო მის შესახებ, ხშირად ჰკითხო რა სურს და რამე ხომ არ სჭირდება . . .
 
იყო მისი ერთგული
ერთგულება როგორც სიყვარულში ასევე მეგობრობაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობარს შეიძლება საყვარელთან არ უღალატო, მაგრამ მიტოვება მაშინ, როდესაც იგი ძალიან გვჭირდება განა ამაზე ნაკლები ღალატია?
 
მხარში დაუდგე და იყო იქ სადაც საჭიროა
მეგობრობა მარტო ფეისბუქზე კარგი კომენტარის დაწერა,საკუთარი პრობლემების თავზე მოხვევა ანდა ქორწილში დაპატიჟება/არდაპატიჟება როდია. მეგობრისათვის უნდა შეგეძლოთ საკუთარი “მე”–ს, საკუთარი დროის და საკუთარი პრიორიტეტების დათმობა . . .
გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ პრინციპს იცავთ, მით უფრო კარგი მეგობარი ხართ  . . .

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply