იყო ემიგრანტი მოხუცის მოსავლელად ნიშნავს:

5
• წარმოიდგინო კეთილი მომავალი, თუმცა მალევე ჩახედო მწარე რეალობას თვალებში
• აიტანო ბევრი სიმწარე, ევროპელი მოხუცის კაპრიზები და მისი ამრეზი გამოხედვა;
• იცხოვრო უცხო მხარეში, უცხო პიროვნებებთან და ყოველ წუთს გახენდებოდეს შენი ლამაზი სამშობლო;
• ფიქრობდე შვილზე და თვალზე ცრემლი გადგებოდეს, ვინაიდან მისი ხილვა არ შეგიძლია.
• გსურდეს ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ ხვდებოდე, რომ ცხოვრებაა ჩვენთვის მეფე, თითოეული ადმიანი კი მისი უბრალო პაიკები ვართ…
ქართველს დიდი გეოგრაფიის ცოდნა არ გჭირდება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ზედაპირულად ცოდნისთვის. მათ შორის ლიდერებია იტალია და საბერძნეთი. ამ სახელმწიფოებში ქართველთა უმეტესობა სარჩოს საძებრად ჩადის. ჩვენთან ხომ ძალიან ხშირია ფაქტები, როცა მშიერი, ღატაკი ოჯახის რომელიმე წევრი მოხუცს უვლის განვითარებულ სამყაროში? აქედან გამომდინარე, ჩნდება ერთი კითხვა: ნუთუ ქართველებზე უკეთესი მომვლელები არ ჰყავთ თვითონ ამ სახელმწიფოების მკვიდრებს? შესაძლოა ჰყავდეთ კიდეც, თუმცა აბა მიპასუხეთ, რა სჯობს ჩვენი თანამემამულის წვალებას მათ თვალში? – არც არაფერი! პირველ რიგში, ქართველს სჭირდება მცირე ფინანასები იმისთვის, რათა თვის ბოლოს შვილს, ქმარს ან ძმას დაურეკოს სიტვებით: “ფულს გიგზავნი და ანგარიშის კოდს ჩაგაწერინებ ბანკში ასაღებადო”… ეს იქით იყოს და ცოტა ხნის წინ საბერძნეთში კონკურსიც ჩაუტარებიათ საუკეთესო ქართველ ძიძებზე, რათა შემდგომში იდეალური მოვლა-პატრონობა ჰქონოდა ევროპელ ხანდაზმულებს.
სამწუხარო და დასანანია. ცოტა დასაფიქრებელიც კია ის ფაქტი, რომ ერთ დღესაც მშობელი ბარგს კრავს და საკუთარი შვილის მოვლას უცნობი მოხუცის “პატრონობაზე” ცვლის. ბავში კი დედას ელის, თუმცა მან არ იცის, როგორ გაუჭირდებოდა დედის გამოგზავნილი “ორი კაპიკის” გარეშე. ადრე თუ გვიან კი შეხვდება მშობელს და დაიდგმება სცენა, რომლის დანახვისას თითოეულ ადამიანს “გული აუდუღდება”. განა რა არის დედის ცრემლებზე მტკივნეული. რა არის იმაზე სულისშემძვრელი, როცა სიღარიბე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს გართმევს და გისვრის შორს, უცხო მხარეში.
ახლა სხვა მხრივ დავუფიქრდეთ ამ საკითხს… საქართველოში ჯერ ერთი ევროპელიც არ მინახავს, რომელიც ქართველ მოხუცს უვლის. რატომ? – პასუხი მარტივია, ქართველები არ ვაფასებთ ჩვენს ბებია-ბაბუებს და ევროპელები დააფასებენ მათ? უკეთესი იქნებოდა გვეთქვა, რომ ხანდაზმული ადამიანები პირიქით ეხმარებიან და უვლიან საკუთარ შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებსაც კი. განა რა არის ერთი პენსია? – მგონი არც არაფერი. როგორც იტყვიან “ფულს ბარაქა არ აქვსო”, თუმცა ის რამოდენიმე კაპიკიც კი ძვირად ფასობს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახისთვის.
P.S: ამას წინათ ერთმა ძალიან გულდასაწყვეტმა და დამთრგუნველმა ინფორმაციამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. წარმიდგენია მკითხველის სინანულიც, როცა გაიგებდა, რომ ახალგაზრდა ქართველმა გოგონამ იტალიელი მოხუცი სასიკვდილოდ გაიმეტა ცუდი ფიზიკური თუ სიტყვიერი მოპყრობისთვის. ისიც მოხუცს უვლიდა, თუმცა უკეთესი მომავალი ერჩივნა, სადაც ყველაფერი ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავს და საშუალება გაქვს ახალგაზრდობით დატკბე, თუმცა, ცხადია, ჩვენ არავის განკითხვის უფლება არ გვაქვს საკუთარი თავისა და ქმედებების გარდა. მთავარია ზუსტად მივხვდეთ რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა და შევძლოთ რეალობის დანახვა. იმ რეალობის, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა საქართველოსთვის.
აქვე მახსენდება ერთი ფაქტი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ მაღაზიას უკავშირდება. იმდენად გახშირდა დორტმუნდში ქართველი ემიგრანტების ქურდობები, რომ მაღაზიის კარზე დაკიდეს აბრა: “ქართველებო არ მოიპაროთ”!
მე გული მტკივა და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, საქართველოს ფარგლებს გარეთ ეს არ უნდა ხდებოდეს! ჩემი სურვილია, რომ ქვეყანა გაბრწყინდეს თქვენი. მეც მინდა სხვანაირ სამშობლოს ვხედავდე, რომელიც ერთიანი, მდიდარი და მებრძოლი სულით გამოვა მსოფლიო ასპარეზზე, თუმცა სანამ ქართველები არ ვისწავლით ჩვენი მიწა-წყლის ფასს, მანამ ბევრი არაფერი ეშველება ამ პატარა სახელმწიფოს, რომლის გარშემო უამრავი პრობლემაა და თითოეულ მათგანს მოგვარება სჭირდება.
გამომგზავნი/ავტორი: თემურ იკოშვილი
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion5 კომენტარი

  1. აზრი ვერ გამოვიტანე ამ აბდაუბდიდან, რისი თქმა გინდათ? რომ ემიგრანტებზე მაღლა დგახართ? რომ ჩვენზე უფრო მეტად გიყვართ მშობლები და შვილები? იმიტომ რომ შრომა სირცხვილად მიგაჩნიათ? და სირცხვილად ის არ მიგაჩნიათ რომ შვილები თუ მოხუცი მშობლები მშივრები გყავთ? ჩემი ნება რომ იყოს, ყველა ემიგრანტს დავაბრუნებდი საქართველოში, ხოლო იქ დარჩენილ უსაქმურ, არაფრისმაქნის,ადამიანებს, სხვის ჯიბეში ფულის დათვლის მეტს რომ არაფერს აკეთებენ, ცემა– ტყეპით ვუკრავდი თავს ემიგრაციაში სამუშაოდ. მერე კი სიამოვნებით მოვუსმენდი მათ

  2. da im gogonas ar mouklavs is italieli cnobisatvis,da es italielma samartaldamcavebmac gamoidzies da pakti dadasturebulia,ar mesmis rac ar icit imaze rogor laparakobt ratom agorebt tkuil chorebs,is gogona ik mushaobda da amitom gamodziebamde iko dakavebuli,tan saxlshi arc iko roca is mokla tavisma ojaxis cevrma,ase rom…..da kidev,ar mesmis scenebi idgmebao,ver vxvdebi ras nishnavs es,chevn chevni gvekopa da nu gvimatebt kidev ra ….arcerti deda siamovnebit ar tovebs tavis shvilebs,

  3. ki namdvilad dznelia sigaribeshi arseboba,cxovreba rtulia im adamianebisatvis visac fuli ar aqvs, saxsari ara aqvs arsebobisatvis, magram mainc shvilebtan jobia gadatana, tumca mcarea roca bavshvs skolashi 15seqtembers dzveli samosit ushveb, guls ver uxareb magram dedis haxuteba ufro sjirdeba mozards, vidre shmotkebi…da vin icis iqneb gajirvebashi gamozrdili bavshvi iqneb ufro dakvirvebuli praqtikuli da gamobrdzmedili shexvdes cxovrebiseul sidzneleebs,an sigaribem iqneb aidzulos gamoigonos, tviton miagnos cxovrebis saxsars…gajirvebashi adamiani ufro metad uaxlovdeba ufals…meti sasoeba da rcmena uhndeba, radgan ufals ar sdzuls usaxsro da udzluri, adamianebs ki mdidartan urtiertoba xiblavt…samagierod gansacdeli adamians gancmends rogorc rkinas afoladebs cecxli…adamiani arasdros ar aris unugeshod, mxolod unda mixvdes aamas

  4. ფაქტი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ მაღაზიას უკავშირდება. იმდენად გახშირდა დორტმუნდში ქართველი ემიგრანტების ქურდობები, რომ მაღაზიის კარზე დაკიდეს აბრა: “ქართველებო არ მოიპაროთ”!

    ვაი, სირცხვილო…..

  5. GVLANZGAVEN NAMETANI DAA IK VINCAA RAS AKETEBEN ARAFRISAGAN NETA ES VICODE,CVEN GAGZAVNILEBS BEGRAVEN ATASNAIRAD D ATASI XRIKEBIT,IMAS CHAMEN(GVGLITAVEN CHVEN) DA AQET DIDGULOBEN ,,,,,UNAMUSOBII,IMAS KI AR FIKROBEN KMARI DA SVILI ROM DAVTOVE RA GANVICADE,DA ASIATASIBIT SXVA KIDEV RAS GANICDIS HKIDIAT SUL,SXVIS GAKETEBUL SAQMEZE SITYVIT YVELA GAMOVA

Leave A Reply