იყო ბედნიერი…

1

ხშირად დგება წამი, როცა ადამიანმა არ იცის რისთვის არსებობს და რა მისია აკისრია ამ ცხოვრებაში…  აუცილებელია დავდგეთ შეცნობის გზაზე და ვიპოვნით კიდეც. გადახედეთ თქვენს განვლილ ცხოვრებას, შეცვლიდით კი რამეს ამის შესაძლებლობა რომ გქონოდათ?

ალბათ კი…

სწორედ, განვლილი შეცდომები გვასწავლის მომავლის წარმართვას ისე, რომ ამ გამოცდილებით სიამოვნება მივიღოთ… იყოს ყოველი დღე ბედნიერი და ხალისიანი, ეს დადებითი ემოციებით ცხოვრებაა. აუცილებელია პოზიტივის გაზიარება, რათა სხვებსაც გაუხალისო ცხოვრება, შეძლებისდაგვარად და შეიქმნა პოზიტიური გარემო…

ბევრი იტყვის, რომ ეს “ყოველივე ძნელია დღევანდელ დღესო”, მაგრამ მიუხედავად სირთულისა მთავარ იდეად უნდა დავისახოთ რომ ,,რასაც არ ეშველება, მასზე არ ღირს ნერვიულობა, ხოლო რაც გამოსწორებადია მასზე მითუმეტეს”…

ის რაც დღეს შესამჩნევად გვაკლია ბედნიერებაა, გულწრფელად მომღიმარი სახეები და დადებითი ემოციები, არადა არაა რთული იყო ბედნიერი და გაიხალისო ცხოვრება. ვაგრძნობინოთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს, რომ ძალიან გვიყვარს, ვაჩუქოთ მათ სიყვარული და დადებითი ემოციები. ამ ყოველდღიური ქმედებით, არათუ გაუფასურდება ეს სიტყვა, არამედ დიდ პოზიტიურ ძალას შეიძენს.

ავტორი: ჯემიკო კობალაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply