იტალიელი ხალხი ცხოვრებისეული გამონათქვამები

2
  1. როცა თამაში მთავრდება, მეფე და პაიკი ერთ ყუთში ხვდება.
  2. შურისძიება კერძია, რომელიც ცივად უნდა წარმოადგინო.
  3. სჯობს, ერთი დღე იცხოვრო ლომად, ვიდრე ასი წელი – ცხვრად.
  4. სტუმრები თევზებივით არიან – 3 დღის შემდეგ ყროლდებიან.
  5. ცხოვრება ნაძვის ხესავითაა, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც ბურთულებს დაამტვრევს.
  6. ღმერთო, გადამარჩინე მეგობრებისგან, მტრებს თავად გავუმკლავდები.
  7. ვინც საკუთარ თავს იცნობს, მთელი სამყარო იცის.
  8. არაფერია შეუძლებელი, თუკი ნამდვილად გსურს.
  9. ნუ განსჯი ადამიანებს იმის მიხედვით, თუ რას საუბრობენ მათზე.
  10. ღვინო და მეგობრობა – თუკი ძველი არაა, ფასი არ აქვს.
  11. თუკი ცრუობ, მოკლედ თქვი.
  12. დროდადრო აიტანე სულელები – შესაძლოა, რაღაც ღირებული გაიგო.
  13. ამინდი, ქმარი და შვილები, ისეთები არიან, როგორიც გვეჩვენება.
  14. მტერი მაშინაა საშიში, როცა დამარცხებული გვგონია.
  15. ქალთან დავის ორი მეთოდი არსებობს, მაგრამ არცერთი არ ამართლებს.
  16. სილამაზე სიკეთის გარეშე ამოწურულ ღვინოს ჰგავს.
  17. ვირად დაბადებული ცხენად არ მოკვდება.
  18. არ არსებობს უარესი სამუშაო, ვიდრე გააკეთო და შემდეგ გადააკეთო.
  19. თუ გინდა, რომ დაგაფასონ, – მოკვდი.
  20. როცა ცოლს ირთავ და ცხენს ყიდულობ, დახუჭე თვალები და მიენდე ღმერთს.
  21. მარტოობა სამოთხეშიც კი არავის სურს.
  22. ყველაფერი ღმერთისგანაა, ქალების გამოკლებით.
  23. უსაქმურობისას ცუდი რამის კეთებას სწავლობ.
  24. სიყვარულს, ცეცხლს და ხველას ადამიანებს ვერ დაუმალავ.
  25. სასიყვარულო ომში ის იმარჯვებს, ვინც მიდის.
  26. ვინც ლუდს სვამს, ას წლამდე ცოცხლობს.
  27. არაა საკმარისი ფულის ქონა, დახარჯვაც უნდა შეგეძლოს.
  28. ნელი სიბერე ხანგრძლივი ცხოვრების გასაღებია.
  29. მხოლოდ ნამდვილი მეგობარი გეტყვით, რომ სახე ტალახიანი გაქვთ.
  30. ნუ შეეხები პრობლემას, ვიდრე ის თავად არ შეგეხება.
  31. სამყარო მომთმენებს ეკუთვნით.
  32. იმედი კარგია საუზმედ, ხოლო ვახშმად სისულელეა.
  33. ნუ გაზომავ მდინარის სიღრმეს ორივე ფეხით.
  34. ქვეყნებში, სადაც ჩახვალ, იმ წესებს დაემორჩილე, რომლებიც დაგხვდება.
  35. არ არსებობს მსოფლიოში საქათმე, სადაც მამალი ჩუმადაა და დედალი ყვირის.
  36. სხვისი რჩევა მიიღე ან უარყავი, მაგრამ არასდროს გადაუხვიო საკუთარს.
  37. სწორი გზა ხანგრძლივი არასდროსაა.
  38. ადამიანი იმდენი ღირს, რამდენი ენაც იცის.
  39. საქმე კარგად გაკეთებულია, თუკი ეს პირველ ჯერზე მოხდა.
  40. შავი დედალიც თეთრ კვერცხ დებს.
  41. სჯობს, გქონდეს საკმარისი, ვიდრე ბევრი.
  42. ღმერთს მათთან საუბარი უყვარს, ვინც დუმს.
  43. ადამიანს წლები უფრო ცვლიან, ვიდრე წიგნები.
  44. რაც შენთვისაა განკუთვნილი, ვერავინ წაგართმევს.
გაზიარება:

ფილოლოგი

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

Leave A Reply