“ის, რაც ყველაზე ძნელი და აუცილებელია” – ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი

0

“პატარა უფლისწულმა დაამთქნარა. დასანანი იყო, რომ აქ მზის ჩასვლას მაშინ ვერ
ნახავდი, როცა მოისურვებდი. და, გარდა ამისა, აქ ცოტათი მოსწყინდა კიდეც.
– მე აქ საქმე აღარა მაქვს, – უთხრა მან მეფეს. – ისევე უნდა გავუდგე გზას.- ნუ წახვალ, – მიუგო მეფემ. იგი ხომ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომის მბრძანებელი
გახდა. – დარჩი და მინისტრად დაგნიშნავ – რის მინისტრად?
– მე შენ დაგნიშნავ… იუსტიციის მინისტრად!
მაგრამ აქ რომ არავინაა გასასამართლებელი?
– ვინ იცის, – მიუგო მეფემ. – მე ჯერ კიდევ არ შემომივლია ჩემი სამეფო. ძალიან
მოვხუცდი. ეტლისათვის ადგილი არა მაქვს, ფეხით სიარული კი მიჭირს.
პატარა უფლისწული წინ გადაიხარა და ისევ მოავლო პლანეტის მეორე მხარეს თვალი.
– მე უკვე დავათვალიერე მთელი პლანეტა! – წამოიძახა მან. – კაცის ჭაჭანება არსადაა…

– მაშინ საკუთარი თავი გაასამართლე, – უთხრა მეფემ. – ეს ყველაზე ძნელი საქმეა. საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვებისა. თუ შეძლებ, სწორი
მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები.”

ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი “პატარა უფლისწული”

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply