ის,რაც ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

0
უხსოვარი დროიდან ყვავილები სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. ისინი ძვირად ფასობენ, განსაკუთრებით თუ შესაფერის დროს შეხვდებით გასაყიდად ქუჩის კუთხეში. და მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათად მოაქვთ სახლში ნარცისების თაიგული. ისე ჩანს თითქოს ისინი უფრო ძვირია, ვიდრე ჯადვარი, ან ისე ძნელი იყოს მისი მოპოვება, როგორც ედელვაისი,რომელიც ღრუბლებით გარშემორტყმულ ალპების მწვერვალზე ხარობს.
მაინცდამაინც საჭიროა თქვენი ცოლი საავადმყოფოში დაწვეს,რომ ყვავილები მიუტანოთ? რატომ არ შეიძლება გააკეთოთ ეს რამდენჯერმე? თუნდაც ხვალ საღამოს? გიყვართ ექსპერიმენტები? სცადეთ და ნახავთ აქედან რა გამოვა.
ბროდვეიზე ყველაზე დაკავებული ადამიანი ჯორჯ კოჰეო დღეში ორჯერ ურეკავდა დედამისს და ეს გრძელდებოდა მის სიკვდილამდე. თქვენ გგონიათ რომ ყოველ დარეკვაზე ახალ ამბებს უყვებოდა მას? ნურას უკაცრავად! ასეთი უმნიშვნელო ყურადღების არსი იმაში მდგომარეობს,რომ ქალებს რომლებიც გიყვართ ახსენებთ,რომ თქვენ ფიქრობთ მათზე, გსურთ უთხრათ რაიმე სასიამოვნო და მათი ბედნიერება თქვენთვის ძვირფასია.
ქალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დაბადების დღეებსა და რაიმე განსაკუთრებული მოვლენის წლისთავებს. რატომ იქცევიან მაინცდამაინც ასე? ეს არის ერთ-ერთი აუხსნელი საიდუმლოებათაგანი.
ყველა საშუალო კაცს შეუძლია მრავალი წელი მშვიდად იცხოვროს, არ ახსოვდეს ბევრი ღირსშესანიშნავი თარიღი, მაგრამ რამოდენიმე მათგანი მაინც უნდა იცოდეს, მათ შორის: ცოლის დაბადების დღე და ჯვრისწერის თარიღი.
ჩიკაგოს მოსამართლე ჯოზეფ საბატი,რომელმაც ორმოცი ათასი ცოლქმრული კონფლიქტი განიხილა და ორი ათასამდე წყვილი შეარიგა, ამბობს: “ოჯახური ბედნიერება ხშირად წვრილმანებიდან მომდინარეობს. სულ უბრალო ამბავი, როგორიცაა ქმრის სამსახურში წასვლისას ცოლისადმი დამშვიდობება, იმ დროს,როცა ცოლი ხელს მომხიბვლელად უქნევს ქმარს, შეიძლება გაყრის თავიდან აცილების საშუალება იყოს.”
რობერტ ბრაუნინგი,რომლის ოჯახური ცხოვრება შეიძლება მაგალითად გამოგვადგეს, ცოლსა და მას შორის არსებული სიყვარული,რომ შეენარჩუნებინა, უმნიშვნელო ყურადღებას ავლენდა მეუღლის მიმართ. იგი ისე მოფრთხილებით ექცეოდა ცოლს,რომ ამ უკანასკნელმა ერთხელ თავის დებს ასეთი წერილი მისწერა: “ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები, შემთხვევით ანგელოზი ხომ არ ვარო?”
ცოლ-ქმრული ურთიერთობა საერთოდ,მცირე თავგადასავლების სერიებია და ვაი იმ წყვილს ვინც ამას არ გაითვალისწინებს. ედვარდ ვინსენტ მილეიმ იგი ასე ჩამოაყალიბა: “მე იმას კი არ ვწუხვარ, რომ სიყვარული ქრება. არამედ იმას,რომ იგი წვრილმანებზე იხარჯება.”
რენოში,სადაც განქორწინების საქმეებს იხილავდნენ, გამოითვალეს,რომ ყოველი ათი ქორწინებიდან ერთი განქორწინებით მთავრდება. და რამდენი განქორწინება მოხდა ნამდვილი ტრაგედიის შედეგად? მჯერა,რომ ძალიან მცირე. თქვენ რომ გსმენოდათ ყოველ-დღე იმ უბედური ქმრებისა და ცოლების გამოსვლები სასამართლოზე, მიხვდებოდით,რომ მართლაც “სიყვარული წვრილმანებზე იხარჯება”.
აიღეთ ეს სტრიქონები და გამოაკარით იგი სარკესთან, რათა ყოველდღე კითხულობდეთ მას: “ახლა მე უკვე სხვაგვარად უნდა მოვიქცე, თუ შემეძლება,რომ რაიმე კარგი გავუკეთო, ანდა გულთბილად მოვექცე ვინმეს, ეს ახლავე უნდა მოვიმოქმედო -დღესვე!”
ამრიგად თუ გსურთ,რომ ბედნიერი ურთიერთობები გქონდეთ, გახსოვდეთ შემდეგი შეგონება: “იყავით ყურადღებიანი თქვენი პარტნიორის მიმართ”.
ავტორი:დეილ კარნეგი
გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება



სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი