ისევ ჩავიცრემლე

0

ისევ ჩავიცრემლე და უკვე რამდენჯერ,
ეს შემოდგომაც გიჟს უფრო მაგიჟებს.
ისევ მიახლოებს ოხერი ტკივილი,
მინდა,რომ გავბედო ხმამაღლა ყვირილი
ფოთლებს ჩაყვითლებულთ ქარდაქარ გავყვები,
დავემგზავრები და ჩვენებას ავყვები
ცოტას ვისულელებ,წვიმაში ვიქნები,
ზეცა ჩამიხუტებს,-არ გავიყინები.
სული მომეხარა ამ მძიმე ფიქრებით,
როგორ დავიბრუნო ბავშვური კითხვები?!
რატომ ვეძიებით,თუ მალე გავქრებით?…
რატომ არ ვჩერდებით,ამასაც ვერ ვხვდები.
სად დამრჩა ბავშვობა,სად გაქრა ის წლები?
რად მორჩა სილაღე,დამჩემდა ცრემლები?!
ახლა,დანანებით,გასულ დროს გავცქერი,
ვიხსენებ წარსულს და მიწყდება სათქმელი
ვხედავ აღარა ვარ ისევ ის გოგონა,
დრო არ ჩერდებოდა,-რატომღაც მეგონა
წლები კი გამექცნენ,უჩუმრად დაეცნენ,
სინანულად და ფიქრად გადამექცნენ.
ისეთს რას ნანობსო?..ალბათ ვერ მიხვდებით,
ვნანობ იმ სიცივეს,გზადაგზა რომ ვხვდებით.
ვიხსენებ სოფელში ბებიას,ბაბუას
ბოდიშის მაგიერ მინდა რამე ვუთხრა:
რატომ შემევერცხლეთ,დროს რატომ მიჰყვებით?!
რატომ არ ჩერდებით,რატომ არ აჩერებთ?
ან მე გამაჩუმეთ.ან რამე მირჩიეთ,
სიზმრები ბავშვურად კვლავ გადამირჩიეთ.
აი,მომენატრა თქვენი მოფერბა,
თბილი გამოხედვა,მზრუნველი ხელები.
დროში დარჩენილი წლები მენანება,
თქვენი სიყვარული,ბავშვური ფერები.
ეგ ტკბილი გულები სინაზით გამიღეთ,
მე ისევ ვიცელქებ,ოღონდ გამიღიმეთ.
რამდენი მარგუნეთ,რა ცოტა მიიღეთ,
როგორ დაგიფასოთ,შვილად რომ მიმიღეთ?!
რატომ არ მიწყრებით,მე ხომ დაგაკელით,
სითბო და ალერსი,რაც დაიმსახურეთ.
ვნატრობ,აგისრულდეთ,რასაც გულით ელით,
თოვლი მომაშორეთ და მზე დაიხურეთ.
იქნებ,მაპატიოთ,რომ ვერ გამოვხატავ,
თუ როგორ მიყვარხართ,თუ როგორ მჭირდებით.
ვიცი,რა ცოტაა,რასაც თქვენთვის ვხატავ,
ეს როგორ გეყოფათ,მეც რომ ვერ ვჯერდები?!
გულით გევედრებით,თითქოს დამნაშავე
რომ დავაგვი,ბევრი დავაშავე!
გთხოვთ,ჩემს საფერებლად ხელები გაშალეთ
ფიქრი დამიწყნარეთ,ასე რომ აშალეთ.
ახლა თუ გაიგეთ ასე რატომ ვნანობ
დროის ამ სირბილს და გახარჯულ საათებს
უბრალოდ,რაც დრო დამრჩა,მხოლოდ იმას ვნატრობ,
გული აღარ დამწყდეს,მზე რომ გაანათებს.
აღარ ჩავისევდო,დრო რომ არ ჩერდება,
წარსული არ დამხვდეს ხვალე სანანებლად
მანამ მოგეფეროთ,სანამ გათენდება
მეორე დილა და ისიც საფერებლად
ავტორი: ია ხოდელი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply