იოჰან შტრაუსი

0

იოჰან შტრაუსი ვენის კლასიკური სკოლის დიდი კომპოზიტორია. შტრაუსის მუსიკა მსუბუქია, ცნობილია მისი ვალსი და ოპერეტები. დაიბადა 1825 წლის 14 მარტს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. უფროს შტრაუსს სურდა, მისი ვაჟები ბიზნეს საქმიანობაში ჩართულები ყოფილიყვნენ, თუმცა იოჰან უმცროსის მუსიკალური ნიჭი სწრაფად გახდა აშკარა, როდესაც 6 წლის ასაკში შექმნა თავისი პირველი ვალსი. დედამ ფარულად შეუწყო ხელი შვილის მუსიკალურ განათლებას. როდესაც მამამ დატოვა ოჯახი, შტრაუსს თავისუფლად შეეძლო მუსიკაზე მუშაობა გაეგრძელებინა, საიდუმლოების გარეშე. ამ დროს ჯერ კიდევ მოზარდმა – 17 წლის შტრაუსმა დაიწყო მუსიკალური ცხოვრება, როდესაც ვენის ერთ-ერთ რესტორანში უხელმძღვანელა ბენდს. ერთი წლის შემდეგ, შექმნა საკუთარი ჯგუფი და მოულოდნელად მამის კონკურენტიც აღმოჩნდა. მალე ქებაც დაიმსახურა. იოჰან შტრაუსი ხშირად მოიხსენიება, როგორც იოჰან შტრაუს II. უფროსი შტრაუსიც კომპოზიტორი იყო, მაგრამ შვილმა მისი რეპუტაცია დაჩრდილა. მამამისი თვითნასწავლი მუსიკოსი იყო, რომელმაც შეიქმნა მუსიკალური დინასტია ვენაში. იოჰანი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, მან მოასწრო დაეწერა 500-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოებები, აჯობა მამის პროდუქტიულობასა და პოპულარობას.

შტრაუსმა დაიწყო საკომპოზიტორო საქმიანობა ვენის მამაკაცთა გუნდური ასოციაციაში. ამის შემდეგ ის ავად ხდება. როდესაც გამოჯანმრთელდება ისევ აგრძელებს თავის საქმეს. შტრაუსი მიხვდა, რომ ამ საქმის კეთების სურვილი ძლიერი აღმოჩნდა. კომპოზიტორმა დაათვალიერა მთელი ევროპა და ინგლისი, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. ამერიკაში ჩაატარა დიდი კონცერტები სხვადასხვა შტატებში. შტრაუსს ეკუთვნის ერთ-ერთი გამორჩეული საცეკვაო მუსიკა – გაზაფხულის ხმები. ამ ნამუშევარს, ყველაზე ხშირად ახსენებენ დღეს, როგორც – წმინდა ინსტრუმენტული ნაწარმოებს. ამ არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა დაწერა 150-ზე მეტი ვალსი, სამოცდაათი კვადრატული ცეკვა, ხალხური ცეკვები, და ფრანგული ცეკვა. მისი მუსიკა აერთიანებს მნიშვნელოვან მელოდიური გამოგონებას, უზარმაზარ ენერგიას და ბრწყინვალებას ერთად. კომპოზიცია ,,ლურჯი დუნაი’’-ის ხელშეწყობით შტრაუსს უწოდეს “ვალსი მეფე” და მან დაიმკვიდრა თავისი ადგილი მუსიკის ისტორიაში. გარდაიცვალა ვენაში ივნისი 1899 წელს.

წყარო: Google, wikipedia თარგმნა: ნინო მაზანიშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მასწავლებელი, "ოთხი მოტივის" გუნდის წევრი.

Leave A Reply