ინტროსპექცია – ანუ საკუთარ თავზე დაკვირვების პროცესი

0

“საკუთარი თავის დაკვირვება ნამდვილი ცვლილების საწყისია.”

– ძმები ჩალმერები.

ფსიქოლოგი ჯეიმს ფლაჰერტი ინტროსპექციას ასე განმარტავს: „საკუთარ თავზე დაკვირვება, ნიშნავს თავი დააღწიო დამოკიდებულებებს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყდნობით გაანალიზო საკუთარი ნამდვილი გრძნობები, ფიქრები, ემოციები, რათა მიხვდე, თუ კონკრეტულად რასთან გაქვს საქმე..“ ოქსფორდის ენციკლოპედიის მიხედვით ინტროსპექცია ობიექტური დაკვირვებაა საკუთარ დამოკიდებულებაზე, რეაქციებზე და აზროვნების პროცესზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღრმა ინტროსპექცია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკუთარ თავზე დაკვირვება ან/და სხვისი თვალით დანახული საკუთარი თავი.
როგორ დაკავკირდეთ საკუთარ თავს?

საკუთარი თავის დაკვირვება მოცემულ მომენტში.

ჩვენი მიზანია: გავიგოთ უფრო მეტი ჩვენი მიმდინარე განწყობის, გრძნობებისა და ფიქრების შესახებ. მაგალითად, ვინმეს ესაუბრებით. სიტუაციის ანალიზისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარ თავთან შეკითხვების დასმის მეთოდი:

1. რას ვგრძნობ ახლა?

2. რას ვფიქრობ ზუსტად, რას მეუბნება ჩემი შინაგანი ხმა?

3. როგორ გამოვიყურები როდესაც ვსაუბრობ? როგორ განწყობას ვამჟღავნებ?

4. რა შეფასებებს ვაკეთებ ჩემი თანამოსაუბრის მიმართ? რას ვფიქრობ მის შესახებ? რა განწყობა მეუფლება, როგორ ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს?

5. რა შედეგი მოჰყვა საუბარს?

ფურცელზე ჩამოწერეთ პასუხები.

ყოველდღიური ინტროსპექცია

მიზანია: გავიგო რას ვაკეთებ სწორად ამ დღეს? რა მანიჭებს სიამოვნებას და რა მგვრის ცუდ განწყობას? რა განაპირობებს ჩემს ყოველდღიურ ფიქრებსა და გრძნობებს? როდის გამომდის უკეთ საქმის კეთება?
დღეში ორჯერ, გამოყავით დრო, რათა თქვენს თავს შემდეგი კითხვები დაუსვათ. (ვიდრე კითხვებს უპასუხებდეთ, დარწმუნებული იყავით რომ კარგად აკვირდებოდით თქვენს თავს დღის განმავლობაში)

1. მიზეზები რის გამოც, დღეს თუნდაც ოდნავ უკეთესად იგრძენით თავი?

2. რამ განაპირობა თქვენი ცუდი განწყობა?

3. რა აღმოაჩინეთ ახალი დაკვირვების პროცესში?

4. რითი ხართ კმაყოფილი და რა მიზეზი გაქვთ?

5. რითი ხართ უკმაყოფილო და რატომ?

პასუხები ფურცელზე ჩამოწერეთ.

როგორ გავატაროთ ინტროსპექცია პრაქტიკაში?

1. ყოველდღიურად აიღეთ ერთი ან რამოდენიმე სიტუაცია და გაუკეთეთ ანალიზი.

2.დააკვირდით როგორ იქცევით, რას ფიქრობთ, როგორ გამოხატავთ ემოციებს კონკრეტულ სიტუაციაში.

3.ეცადეთ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი,როგორც დამკვირვებელი, ასევე სიტუაციის მონაწილე.

4. ჩაიწერეთ რასაც დააკვირდებით, აღმოაჩენთ და ისწავლით.

5.ეცადეთ შეიმუშაოთ საკუთარ ცხოვრებაზე მორგებული გეგმა ინტროსპექციისთვის.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Leave A Reply