ინტერნეტით მიღებული პოზიტივი

0

მიმი სანაია/ქუთაისიდან

დღესდღეობით ბევრს საუბრობენ იმის შესახებ,თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს კომპიუტერი და სოციალური ქსელები ადამიანის ჯამრთელობაზე,რომ აუცილებელია დაცული იყოს კომპიუტერთან მუშაობის დროითი ნორმები. მეც რა თქმა უნდა ვიზიარებ და ვეთანხმები რომ არ შეიძლება კომპიუტერთან მთელი დღის გატარება,თუმცა მინდა გაგიზიაროთ ჩემი განცდები და გიამბოთ რა როლი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში ინტერნეტ სამყაროს.

ყოველ საღამოს სამსახურიდან შინ დაღლილი ვბრუნდები.სახლში მრავალი საოჯახო საქმე მელოდება.ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები საქმეებს და კომპიუტერს ჩავრთავ.აქ ჩემი დიდი ოჯახი მელოდება. ჩემი შვილები,ახლობლები,მეგობრები,რომლებიც ფეისბუქზე ონლაინ რეჟიმში არიან და თითქოს მე მათი სუნთქვაც მესმის.თუ მწვანე შუქი არ ჩანს,ვიცი,რომ რამოდენიმე წუთის წინ აქ იყვნენ.ვეცნობი და ვკითხულობ ჩემი შვილების ნააზრევს,მათ შემოქმედებას.მიხარია,რომ შვილები შორს კარგად არიან,მიხარია რომ მარტო არ ვარ.მიხარია რომ ჩემი შვილიშვილი სურათებიდან მიღიმის და როცა დიდ ქალაქში ჩასვლას ვერ ვახერხებ მე მათ ასე შორიდან ვეალერსები.

მიხარია რომ ჩემი მეგობრები და ნათესავები კარგად არიან.ხშირად ვესაუბრები მეგობრებს ფილმებზე,მუსიკაზე.ვგეგმავთ,რომ ფინჯან ჩაიზე შევიკრიბოთ და იქ განვავრცოთ ჩვენი საუბრები.
ასევე ძალიან მიყვარს და თითქმის ყოველდღე ვეცნობი ჟურნალ “4 მოტივში” გამოქვეყნებულ სტატიებს.ძალიან მომწონს სამოტივაციო სტატიების კითხვა.ჩემი გული მათი კითხვის დროს ძველებურად შემართებით ძგერს და მიჩნდება სურვილი,რომ ვაკეთო ბევრი სიკეთე და ვიყო ცხოვრების მიმართ ბოლომდე ოპტიმისტურად განწყობილი.

ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვცხოვრობ 21 – ე საუკუნეში.მაქვს კომპიუტერთან მუშაობის შესაძლებლობა და თანამედროვე სამყაროსეული ტექნოლოგიები უცხო არ არის ჩემთვის.ზომიერად და გონივრულად თუ გამოვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბევრ ცოდნას დავაგროვებთ და წარმატებასაც ადვილად მივაღწევთ.

გისურვებთ წარმატებებს!

გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply