ინტერნეტით დაწყებულ ურთიერთობებს კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს

0
ცოტა ხნის წინათ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ 2005 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ყოველი მესამე ადამიანი პარტნიორს ინტერნეტის საშუალებით პოულობს. აქ ფაქტში გასაკვირი არაფერია, გამომდინარე იქიდან რომ ინტერნეტ-სივრცე თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე იოლ და უკომპლექსო გზად იქცა ახალი ადამიანის გასაცნობად. ამ კვლევაში უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტია, რომ წყვილები რომელთაც ინტერნეტის საშუალებით გაიცნეს ერთმანეთი, უფრო ნაკლებად შორდებიან – როგორც კვლევა ამტკიცებს ამგვარად დაწყებულ ურთიერთობას ახასიათებს მეტი ხანგძლივობა და წყვილებს შორის კმაყოფილების უფრო მაღალი მაჩვენებელი.
ონლაინ გაცნობა დღევანდელ სამყაროში პარტნიორის მოძებნის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდად იქცა, იქმნება უამრავი პროგრამა და ვებსაიტი იმისათვის, რომ ამგვარ ნაცნობობას ხელი შეეწყოს. კვლევა აჩვენებს, რომ წყვილები რომელთაც ონლაინ რეჟიმში გაიცვნეს ერთმანეთი მეტად კმაყოფილები არიან ურთიერთობებით, ვიდრე ისინი ვინც ინტერნეტის ჩარევის გარეშე დაიწყეს ურთიერთობა.
შეწყვეტილი ურთიერთობა დაფიქსირებულია “ონლაინ გზით გაცნობილ წყვილთა” 6%-ში, მაშინ როცა ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, ტრადიციული გზით გაცნობილებს შორის ეს მაჩვენებელი 7.6 პროცენტს უტოლდება.
კმაყოფილების მაჩვენებლის მიხედვითაც ონლაინ ნაცნობობა სჯობნის ტრადიციულს. 5.64 ბალი ინტერნეტით გაცნობილი წყვილების კმაყოფილების მაჩვენელია, როცა პირისპირ შეხვედრილ წყვილთა კმაყოფილების მაჩვენებელი 5.48 ბალს უდრის.
კვლევაში 19,131-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა ეფუძნებოდა ფსიქოლოგების მიერ შედგენილ სპეციალურ კითხვარს , რომელიც ბედნიერების, ქორწინების, ოჯახური ურთიერთობების, კომუნიკაციის და სიყვარულის შესახებ კითხვებით იყო დაკომპლექტებული.
“მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რა განაპირობებს ამგვარ შედეგებს,  მოპოვებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ ინტერნეტ-ნაცნობობას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს წყვილებისთვის და კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს.” – ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქოლოგიაში ჯონ კაკიოპო.
4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply