Connect with us

ინტერვიუ

ინტერვიუ ფსიქოლოგთან: სოციალური ქსელები და მოზარდთა მენტალური განვითარება

“ოთხი მოტივი” გთავაზობთ, ინტერვიუს თემაზე: “რა გავლენას ახდენენ სოციალური ქსელები მოზარდთა მენტალურ განვითარებაზე? “

ფაქტია, სოციალური ქსელები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დღევანდელ ცხოვრებაში, როგორ ფიქრობთ რა არის ის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი რის გამოც მოზარდები აქტიურად ებმებიან ინტერნეტ-ცხოვრებაში?

როდესაც საუბარს ვიწყებთ სოციალურ ქსელზე, მოდით განვსაზღვროთ, თუ რას ნიშნავს ის.

პირველად ტერმინი სოც ქსელი ახსენა ჯეიმს ბარნსმა 1954 წელს და განისაზღვრა, როგორც ადგილი, სადაც შეგიძლიათ პირადი მონაცემების მიხედვით შეადგინოთ თქვენი პორტრეტი; მოძებნოთ თქვენთვის სასურველი კონტაქტები; სწრაფად და მარტივად მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია და ა.შ.

ზოგადად, სოც. ქსელები არის საკმაოდ მარტივი საშუალება შემდეგი მიზნებისათვის:

• გაცნობა

• ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალის მიმართ წვდომა

• ფორუმი, ტესტები, თამაშები

• ურთიერთობის მარტივი გზა და საშუალება

როგორც ზრდასრულებისთვის ასევე მოზარდებისთვის მსგავსი დატვირთვა აქვს სოციალურ ქსელებს. თავისთავად, არის განსხვავებები…

ამ სისტემის შემქმნელებმა გაითვალისწინეს დეტალი, რომელმაც ის წარმატება მოიტანა, რისი მოწმეებიც ჩვენ ვართ. მასლოუს პირამიდის მიხედვით ადამიანის პირველად მოთხოვნილებათა სისტემაში ყველაზე მთავარი და მძაფრი არის ადამიანის თვითრეალიზაცია. სწორედ ეს უკანასკნელი არის სოციალური ქსელების მამოძრავებელი ღერძი.

XXI ს.-ს ეწოდება ინფორმაციის, ტექნოლოგიების საუკუნე. შესაბამისად, იმატა ტექნოლოგიებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და მათ შორის ყველაზე აქტუალური არის სოციალური ქსელის თემა.

ფსიქოლოგები ცდილობენ გამიჯნონ ერთმანეთისგან დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც თან სდევს ამ საკითხს. როგორც ყველაფერს, ამ საკითხსაც აქვს ორივე მხარე….

ამ მხარეებზე მოგვიანებით.

იმ მიზნით, რომ საკითხისთვის შეეხედათ მოზარდების თვალებით, ჩატარებულია მრავალი კვლევა. ყოველი 100 გამოკითხულიდან მხოლოდ 3 ადამიანი არ არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში და მიზეზად მატერიალური საშუალების არ არსებობა სახელდება.

კითხვარი ინტერესდებოდა, თუ რას წერენ ერთმანეთს მოზარდები ყველაზე

ხშირად. ყველაზე ხშირად ისინი ემოციებს გამოხატავენ სიმბოლოების საშუალებით. და ეს „ყველაზე ხშირად“ შეადგენს საუბრის 80%-ს.

ფაქტია, რომ არსებითი მიზეზი გადის ურთიერთობებზე !

რადგან საკითხი ეხება ასაკს, როდესაც მიმდინარეობს ადამიანის ჩამოყალიბება, ფორმირება -ეს პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯი, ინტერესი, მოქმედება, ურთიერთობა და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მოზარდის ჩამოყალიბებაზე. განხილვის საგანი ხდება თუ როგორია მოზარდისთვის ურთიერთობა თანატოლებთან, გარშემო მყოფებთან, სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელთან.

კვლევებმა და დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ უმრავლესობა ამჯობინებს ვირტუალურ ურთიერთობებს, ვიდრე ცოცხალ კონტაქტს ადამიანებთან. მიზეზი მრავალია, მაგრამ არსობრივად უკავშირდება თვითპრეზენტაციას. ვირტუალური სამყარო იძლება ფართო არჩევანს, თუ როგორ შეიძლება იმ მხარეების შენიღბვა ან კორექცია, რომლებიც პიროვნებას არ მოსწონს საკუთარ თავში.

მაშინ როცა Facebook-ის, Twitter-ის, google plus-ისა და კიდევ მრავალი სხვა პოპულალური ქსელების აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება მოზარდების დამოკიდებულებაც სოციალური ქსელების მიმართ. რა გავლენას ახდენს მსგავსი დამოკიდებულება მოზარდთა მენტალურ განვითარებაზე? რა არის მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები?

რადგან საქმე ეხება ურთიერთობებს, თავისთავად აქტუალურია თვითდამკვიდრების საკითხი. თვითდამკვიდრება უკავშირდება პირად რესურსებს და თვითშეფასებას. ხშირ შემთხვევაში აქ უნდა ვეძებოთ პრობლემის წარმოშობის მიზეზები.

ფსიქოლოგებს ნამდვილად გაუჭირდათ მოეძებნათ სოც.ქსელის დადებითი მხარეები, მაგრამ ისინი მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობენ.

• მეგობრების და ახლობლები ძიების გზები

• ასევე რთულია მოძებნოს ადამიანმა თანამოაზრეები სხვადასხვა სფეროში. დიახ, სოც. ქსელი ამის საშუალებასაც იძლევა.

• ასევე მოსახერხებელია ჩვენთვის როგორც შორეული, ასევე ახლო მეგობრების ინფორმაციის მიმართ ხელმისაწვდომობა.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს :

• ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (უცხო პირებისათვის)

• დამოკიდებულება

• ფიზიკური პასიურობა (რამაც შესაძლებელია გამოიწვის მრავალი დაავადება)

• პრობლემებისგან გაქცევა, თავის არიდება, ვირტუალური ანუ არაფერალური სამყაროს შექმნა (მივყავართ ემოციურ აშლილობებტან)

• რეალობისგან მოწყვეტა (ფსიქიკური პრობლემების წინაპირობა) და ა.შ.

რა არის ის პრაქტიკული გზა, რისი საშუალებითაც მოზარდები შეძლებენ თავი აარიდონ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას?

როგორც უკვე ვახსენეთ, პრობლემის მიზეზები საკუთარ რესურსებში, თვითსეფასებაში და თვითდამკვიდრებაშია. მოდით მცირედით ჩავშალოთ საკითხები და ეს დაგვეხმარება მიმართულების მიგნებაში.

თუ მე, მოზარდს მაქვს ურთიერთობის მოთხოვნილება და რეალურ ურთიერთობებს მირჩევნია ვირტუალური ურთიერთობები, ფაქტია გაცილებით მეტ დროს ვატარებ სოციალურ ქსელში, ვიდრე მეგობრების წრეში….. იბადება ლოგიკური კითხვა: როგორია ჩემთვის Live ურთიერთობები? და როგორია ვირტუალური ურთიეთობები?

აღზრდაში დაშვებული შეცდომები, როგორც წესი, თავს იჩენს საკუთარი თავის მიუღებლობაში, დაბალ თვითშეფასებაში. მოზარდი ეძებს მარტივ გამოსავალს და პრობლემისგან გაქცევა ხდება ვირტუალურ სამყაროში. იქ ქმნის „მე“-ს ისეთს, როგორიც მას უნდა, როგორიც მას ურჩევნია იყოს.

თუ ვსაუბრობთ მოზარდის დამოკიდებულებაზე თუნდაც სოციალური ქსელის მიმართ ან რაიმე სხვა საკითხის მიმართ, კარგი იქნება თუ დავინტერესდებით ოჯახური გარემოთი. ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებით. ძალიან ხშირად ოჯახში ურთიერთობების დალაგება პირდაპირ მოქმედებს მოზარდის ქცევაზე.

უნდა უშლიდნენ თუ არა მშობლები მოზარდებს დიდი ხნით სოციალურ ქსელებში ყოფნას? რა შეიძლება გააკეთოთ მათ, რათა თავიდან აიცილონ ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება მათ შვილებს სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებამ მოუტანოს?

როგორც უკვე ვახსენეთ, პირველ რიგში კარგია თუ პირად ურთიერთობას მოვაგვარებთ და დავალაგებთ ჩვენ შვილებთან. რაც შეეხება აკრძალვას, თუ ადამიანს აქვს რაღაცის მოთხოვნილება, შესაბამისი საფუძველიც აქვს. თუ აქვს საფუძველი დავეხმაროთ დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება, მაგრამ ზომიერად. რას ვგულისხმობ: მივცეთ უფლება დაიკმაყოფილოს ინტერესი, ითამაშოს, და ა.შ. მაგრამ ჩვენ ვმართოთ დროის მენეჯმენტი.

როდესაც ხანგრძლივად მოხდება დროის სწორი გადანაწილება მოთხოვნილებების და საჭიროებების ირგვლივ, მოზარდი მიეჩვევა დროის მართვას და ეს ძალიან დიდ როლს ითამაშებს მის წარმატებაზე. ერთის მხრივ ისწავლის თუ როგორ უნდა მართოს საკუთარი დრო ისე, რომ საქმეც გააკეთოს, დასვენებაც მოასწროს და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც და მეორეს მხრივ რომელ საქმეს რა დრო სჭირდება. მერწმუნეთ, ეს წარმატებისკენ პირველი გადადგმული ნაბიჯია!

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ სოციალური ქსელებმა გაამარტივა ადამიანთა შორისი ურთიერთობები (ადვილია მიწერო, მოიკითხო, გაიგო მნიშვნელოვანი სიახლეები სხვა ადამიანთა ცხოვრებიდან), თუმცა ასევე ამბობენ, რომ ამის ხარჯზე შეინიშნება გაუცხოება რეალურ ურთიერთობებში. თქვენი აზრით როგორ უნდა მოიქცნენ ახალგაზრდები იმისათვის, რომ დაიცვან ბალანსი ინტერნეტ და რეალურ ცხოვრებას შორის?

მოზარდი, რომელიც ჯანსაღ გარემოში იზრდება : კარგი ურთიერთობა აქვს მშობლებთან, მიღებული აქვს საკუთარი თავი, არ აქვს რეალობისგან გაქცევის პრობლემა, უსმენს საკუთარ თავს და იკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, სწორად უთმობს დროს ამ საკითხებს, დამკვიდრებულია იმ ვიწრო სოციუმში, სადაც მოღვაწეობს, თავად განსაზღვრეთ რამდენად შეძლებს ან ვერ შეძლებს მსგავსი ტიპის ადამიანი ბალანსის დაცვას.

და ვისაც ეს საკითხები არ აქვს მოგვარებული რეკომენდაცია იქნებოდა ნახსენებ მიზეზებს მიაქციოს ყურადღება. ეს დაეხმარებათ ბალანსის მიღწევაში.

მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი,

ფსიქოლოგი ნათია ანასტასია მარღანია

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ინტერვიუ

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ