იკითხეთ წიგნები, რომ იდგეთ სხვებზე მაღლა

2

არაფერს არ უნდა მივცეთ ჩვენსა და იმ წიგნს შორის ჩადგომის უფლება, რომელსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

ყველა წიგნი, რომელიც ისეთ მდიდარს, ჯანმრთელს, ბედნიერს, ძლევამოსილს, წარმატებულსა და სრულყოფილს გვხდის, როგორიც გვსურს, უკვე დაწერილია.

ყველა ადამიანი, ეს იქნება წარმოუდგენელი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ადამინები, რომლებმაც მცირედით დაიწყეს, ვინ არაერთხელ დამარცხებულა და საბოლოოდ წარმატებისთვის მიუღწევია, გამოყოფს დროს და წერს საკუთარი გამოცდილების შსახებ, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ. ისინი გვთავაზობ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც შეუძლია შთაგვაგონოს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით საკუთარი ფილოსოფია შევქმნათ. შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მათი შეცდომები. მოკლედ, მათი ბრძნული რჩევების გათვალისწინებით, ხელახლა დავიწყოთ ცხოვრება.

გამჭრიახობა, რომელიც ოდესმე შესაძლოა დაგჭირდეთ, უკვე თავმოყრილია სხვის წიგნში. მნიშვნელოვანი კითხვა: უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში რამდენი წიგნი წავიკითხე ისეთი, რომელსაც ჩემი ცხოვრების, ბედის, ურთიერთობების, ჯანმრთელობისა და კარიერის უკეთესობისკენ შეცვლა შეეძლო?

რატომ უგულვებელვყოფთ წიგნებს, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია? რატომ გამოვთქვამთ უკმაყოფილებას თუკი არაფერს ვცვლით? მათ, ვინც უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვონ წიგნები, რომლებსაც ცხოვრებაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.

საქმე ის არ არის, რომ წიგნები ზედმეტად ძვირია!

ძალიან პატარა სხვაობაა ადამიანთა იმ ორ კატეგორიას შორის, რომელიც არ კითხულობს და რომელსაც კითხვა არ შეუძლია. კითხვა არსებითად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ცდილობს ჩვეულებრივზე მაღლა იდგეს. არაფერს არ უნდა მივცეთ ჩვენსა და იმ წიგნს შორის ჩადგომის უფლება, რომელსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

დღეში სულ ცოტაოდენი კითხვაც კი, შედეგად ფასდაუდებელ ცოდნას მოგიტანთ. თუმცა თუკი წიგნისთვის დროს ვერ გამოყოფთ, თქვენში უვიცობა მალე დაისადგურებს.

ისინი, ვისაც უკეთესი ცხოვრება სურთ, უკეთესობისკენ უნდა შეივალნონ. მუდმივ განვითარებას უნდა ცდილობდნენ. კითხვა კი განვითარებასა და წარმატებისკენ მიმავალი უდიდესი საფეხურია. ფიქრობ, ეს წარმატებისა და ბედნიერების უმთავრესი საფუძველია.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion2 კომენტარი

  1. ნათია ირემაძე

    მე წიგნებს არასდროს ვკითხულობ იმისთვის, რომ სხვებზე მაღლა ვიდგე.
    ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ თავს ვგრძნობ უკეთესად ვიდრე მანამდე ვიყავი.აი,ამიტომ ვკითხულობ წიგნებს!

Leave A Reply