იდეალური სიყვარულის პრინციპები

0
გიყვარდეს გურწფელად
ამბობებ რომ დედის შვილის მიმართ სიყვარული ყველაზე ძლიერია. მართალია. მართლაც ყველაზე ძლიერი ის სიყვარულია, როდესაც შენი სიყვარულის ობიექტის მხრიდან არ ელი სანაცვლოდ რამეს.
ზრუნავდე
უნდა იყო ყურადღებიანი და მუდმივად უნდა ზრუნავდე მასზე. და ძალიან ბევრი რამ უნდა იცოდე მის შესახებ და კიდევ გინდოდეს მეტის გაგება უფრო მეტად ვიდრე,სხვა რომელიმე არსებას ამ ქვეყანაზე.
ენდობოდე
იყო გულწფელი მის მიმართ,გჯეროდეს მისი და ეუბნებოდე ყველაფერს შენს შესახებ,იმის ჩათვლით რისიც გცხვენია და სხვას ვერ ეუბნები.
არ ზღუდავდე
უნდა ენდო! ადამიანისათვის თავისუფლება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი შეზღუდვა უფრო გვიბიძგებს იმისაკენ,რომ იგი მოვიპოვოთ.
უგებდე
ურთიერთგაგება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუ ადამიანთა აზროვნება და შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა ეს ხშირ კონფლიქტებს იწვევს წყვილთა შორის,რაც რასაკვირველია არ არის იდეალური სიყვარულის ნიშანი.
გახსოვდეს
განსაკუთრებით ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,როდესაც მის პარტნიორს ახსოვს ძალიან წვრილმანი რაღაცებიც კი, რაც თქვენს ურთიერთობასთან არის კავშირში. პირველი პაემანის თარიღი,დრო,წუთი,წამი და სხვა უამრავი ამგვარი რამ. . . შეიძლება ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენოთ ერთი შეხედვით,მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ასე ფიქრობს : “დიახ,მას არ უყვარვარ,რადგან საკმარისად არ ზრუნავს ჩემზე”. დაიმახსოვრეთ, ეს წვრილმანები მას ბედნიერებას ანიჭებს.:)
იყო ერთგული
ცხოვრებაში ადვილად იშვიათად მოდის რამე. მითუმეტეს სიყვარული. არ ღირს გული ვატკინოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს. ღალატი ურთიერთობის დამანგრეველი იარაღია.
იყო მასზე დამოკიდებული
დღის უმეტეს ნაწილს,ცნობიერად თუ არაცნობიერად მასზე ფიქრში უნდა ატარებდე.
ისევ გიყვარდეს
“სიყვარული არ არის გრძნობა,რომელიც იცვლება მაშინ როდესაც მისი ალტერნატივა ჩნდება. შეიძლება ცხოვრება გართულდეს, ყველაფერი შეიცვალოს,მაგრამ ნამდვილი სიყვარული მუდამ უცვლელი რჩება” – უილიამ შექსპირი .

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply