იგივე ადგილზე, იგივე დროს, ხვალ

0
გჯერათ ერთი ნახვით სიყვარულის? მე? არ ვიცი. მაგრამ გრძნობა , რომელიც პირველ პაემნამდე გეუფლება… როდესაც უბრალოდ იცი, რომ რაღაც ახალი და განსაკუთრებული უნდა ნახო მასში… მე ამის მჯერა. მოუთმენლად ელოდები, როდის მოვა. ამახვილებ ყურადღებას ყოველ წვრილმან დეტალზე, აბსოლიტურად ყველაფერზე. გონებაში იმასაც კი გეგმავ, თუ როგორ შეხვდები და გული მოლოდინით გიცემს…
იგივე ადგილზე, იგივე დროს, გუშინ.
ის იქ იყო.შემომხედა და მეც შევხედე. ხანდახან ასეც  ხდება. ის თავს მაჩვენებდა, რომ წიგნს კითხულობდა, მე კი თავს ვიტყუებდი თითქოსდა მუსიკას ვუსმენდი. მისი წამიერი ნერვიულობა, თამაში თმებთან, ვფიქრობ ეს წამები ახლა ყველაფერზე ნათლად მახსოვს.
მე ყოველთვის მორცხვი ვიყავი.ჩანთიდან პატარა ფურცელი და კალამი ამოვიღე. მან ეს დაინახა. არ შემეძლო , რომ კიდევ არ ერთხელ შემეხედა მისთვის. არც მას. დავწერე რამოდენიმე სიტყვა. არასოდეს მახსოვს, რომ ჩემს გულს ასე გამალებით  დაეწყო ცემა. შემდეგ მატარებელიც მოვიდა.იგი ფეხზე წამოდგა და მოლოდინის თვალებით შემომხედა.მე კი გაქვავებული ვიჯექი. “ან ახლა ან არასოდეს…” წამოვდექი და მის პირდაპირ დავდექი და ვუყურებდი, ვხედავდი, თუ როგორ იკეტებოდა მატარებლის კარები. შემდეგ ავიღე ფურცელი და მატარებლის სარკმელზე მივადე.ფურცელზე ეწერა:
იგივე დროს, იგივე ადგილზე,ხვალ…
შემდეგ რამოდენიმე ნაბიჯზე გავეკიდე მატარებელს. მას გაეღიმა და მივხვდი, რომ იგი მოვიდოდა.
სადგურზე ვდგავარ და საათის ისრებს გავცქერი,რომლებიც თითქოსდა ჩემზე იცინიან. და ეს შეგრძნება თანდათან მიძლიერდება. არ ვიცი როგორ შეიძლებოდა… როგორ შემეძლო… მე ხომ მისი სახელიც კი არ ვიცოდი…ხომ ვიცოდი, რომ იმედი გამიცრუვდებოდა.. ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი.

მჯერა, თუ არა ერთი ნახვით სიყვარულის? არა, მაგრამ შესაძლებლობების გამოყენების – აი, რისი მჯერა. მე ვცადე და მიხარია, რომ ასე მოვიქეცი. თუ დღეს აქ არ მოვიდოდი, ვინ იცის, იქნებ ის მოვიდოდა – იგივე ადგილზე, იგივე დროს, დღეს. ძებნას დამიწყებდა , მაგრამ იქ არ დავხვდებოდი…

თარგმანი: 4motivi.com
უყურეთ

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply