იგავი ცრუ მეგობრებზე (ეზოპე)

0
კურდღელი ტყეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მასთან მეგობრობა ყველას სიამოვნებდა და ბევრი სხვა ცხოველი ამაყობდა კურდღელთან მეგობრობით.
ერთ დღეს კურდღელმა გაიგო, რომ მონადირეები სანადირო ძაღლებით აპირებდნენ ტყეში კურდღლებზე სანადიროდ წასვლას. კურდღელი შეშინდა და იმ მეგობრების ძებნა დაიწყო, რომლებიც მას გაქცევაში დაეხმარებოდნენ.
პირველად კურდღელი ცხენთან მივიდა და სთხოვა დახმარებოდა გაქცევაში. ცხენმა უარი უთხრა:
– დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მოსაგვარებელი, დარწმუნებული ვარ სხვა მეგობრებს ეცლებათ შენთვის და პრობლემა არ შეგექმნება – უთხრა მან კურდღელს.
შემდეგ კურდღელი კამეჩთან მივიდა და სთხოვა ძაღლებისგან დაეცვა იგი. კამეჩმა უთხრა:
– ვწუხვარ ძვირფასო მეგობარო. დღეს საღამოს მნიშვნელოვანი პაემანი მაქვს, ვერ გადავდებ. აი, მგონი ჩვენი მეგობარი თხა უარს არ გეტყვის დახმარებაზე –მიასწავლა კამეჩმა.
კურდღელი თხასთანაც მივიდა. თხა დაფიქრდა, მაგრამ შეეშინდა, რომ ძაღლები მასაც ფიზიკურ ზიანს მიაყენებდნენ და უთხრა:
– ვწუხვარ მე არ შემიძლია, რომ დაგეხმარო. ცხვართან მიდი იქნებ იმან გიშველოს რაიმე.
კურდღელი ცხვართანაც მივიდა. ცხვარმა უთხრა:
–დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი, რომ შემეძლოს. მემგონი შენთვისაც ცნობილია, რომ მეძებრებს ადვილად შეუძლიათ, როგორც კურდღლის ასევე ცხვრის დაგლეჯვაც. არ ვიცი რა ვქნა.
ამ დროს მეძებრები უკვე ახლოს იყვნენ კურდღელთან. და ამ უკანასკნელმა ძალა და მხნეობა მოიკრიფა და თავისი საოცარი სისწრაფის წყალობით სასწაულებრივად დაუსხლტა მდევრებს ხელიდან.
მორალი:
ყველას სიამოვნებდა კურდღელთან ურთიერთობა, მაგრამ კარგი მეგობრობის გაწევა მათგან ვერავინ შეძლო.
კარგი მეგობრობის გაწევა ყველას შეუძლია, მაგრამ როცა ამისათვის პირადი დროის, სურვილების შეწირვა და მხვერპლის გაღება არის საჭირო ბევრი ადამიანი იხევს უკან. მაგრამ ეს ნადვილი მეგობრობა უკვე აღარაა.
ცხოვრებაშიც შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა ამოიცნობს თავისი თავი კურდღელის როლში და დაინახოს მასში ამ ისტორიის სხვა მონაწილეებიც. ეს ფაქტია. თუმცა , თუ ეს მოხდება გულს ნუ გაიტეხავთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტოც კი შეგწევთ ძალა იმისა, რომ ცრუ მეგობრების გარეშეც დაძლიოთ ცხოვრების სირთულეები, როგორც ეს კურღელმა გააკეთა . . .

თარგმანი: 4motivi.com ; ავტორი: ეზოპე 
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply