იგავი: ღვთის სასამართლო ანუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს სასუფეველში

0

ადამიანი გარდაიცვალა და მოხვდა ღვთის სასამართლოზე. დიდი ხნის მანძილზე უყურებდა მას გაოგნებული ღმერთი და საეჭვოდ დუმდა. ვერ მოითმინა ადამიანმა და ჰკითხა:

— უფალო ჩემს ხვედრზე რას იტყვი? რატომ დუმხარ? მე ხომ დავიმსახურე ღვთის სასუფეველი. მე ძალიან ვცდილობდი!

— ღირსების გრძნობის განცდით, განაცხადა ადამიანმა.

— როდიდან არის, — გაუკვირდა ღმერთს, — რომ ცდა დამსახურებაში ითვლება?

— მე ნორმალური არაფერი მცმია, — ჯიუტად აგრძელებდა ადამიანი — ქატოსა და ხმელ ბარდას ვჭამდი, არაფერი დამილევია, წყლის გარდა, ქალს არ გავკარებივარ. ჩემს ორგანიზმს მუდმივი მარხვით ვაუძლურებდი და სულ ვლოცულობდი…

— მერე რა? — შეაწყვეტინა ღმერთმა. — მე ვიცი, რომ იტანჯებოდი — მაგრამ, რისთვის იტანჯებოდი?

— შენი სახელის სადიდებლად, — არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა კაცმა.

— ძალიან კარგი სახელი კი გამომივიდა! — მწუხარებით გაიღიმა ღმერთმა.

— ესე იგი, მე ხალხს ვაშიმშილებ, ვაიძულებ ძონძებში იარონ და სიყვარულის სიხარულს ვართმევ?

ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა… ღმერთი ისევ ჩაფიქრებული იჯდა და ადამიანს უყურებდა.

— და მაინც, რა იქნება ჩემი ხვედრი? — გაახსენა თავი ადამიანმა.

— ვიტანჯებოდიო, ამბობ, — ჩუმად ჩაილაპარაკა ღმერთმა.

— როგორ აგიხსნა, რომ გაიგო… აი, მაგალითად, დურგალი, აქ შენს მოსვლამდე რომ იყო, მთელი ცხოვრების მანძილზე, ხალხისთვის სახლებს აშენებდა. ის სულ მუშაობდა, სიცხეში, სიცივეში. ხან შიმშილობდა კიდეც და ხშირად, ჩაქუჩსაც ირტყავდა თითებში და ამის გამო იტანჯებოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, სახლის მშენებლობას აგრძელებდა და გაწეული შრომის ანაზღაურებასაც იღებდა. შენ კი, გამოდის მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაქუჩს ირტყავდი თითებში. — ღმერთი რამდენიმე წამს გაჩუმდა…

— მერედა, სახლი სად არის? სახლი სად არის, შენ გეკითხები!!!

ლალი ადიკაშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply