Connect with us

იგავები

იგავი პრობლემებზე

ერთხელ კაცმა ერთ სახლის წინ ჩაიარა და დაინახა, რომ მის ვერანდაზე, ქალი იჯდა საქანაო სავარძელში. გვერდით ისეთივე სავარძელი იდგა, რომელშიც მოხუცი კაცი იჯდა და გაზეთს კითხულობდა, ხოლო მათ შორის, ძაღლი იწვა და ისე წკმუტუნებდა, თითქოს რაღაც ძალიან აწუხებდა. ძაღლის ასეთმა მდგომარეობამ დააფიქრა კაცი. მეორე დღეს, მან ისევ გაიარა ამ სახლთან და ისევ დაინახა მოხუცები საქანაო სავარძლებში და ძაღლი მათ შორის, რომელიც ისევ წკმუტუნებდა.

გაოგნებულმა კაცმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ თუ მომდევნო დღეს იგივე სურათი დახვდება, ის აუცილებლად მივიდოდა მოხუცებთან და ჰკითხავს ძაღლის წკმუტუნის მიზეზს.

მესამე დღეს, ის იგივე სცენის მოწმე გახდა: მოხუცი ქალი სავარძელში ქანაობდა, მოხუცი კაცი გაზეთს კითხულობდა, ხოლო ძაღლი წკმუტუნებდა. მას ამის ატანა აღარ შეეძლო და მათთან მივიდა.

– მაპატიეთ, მემ, – მიმართა მან მოხუც ქალს, – თქვენ ძაღლს რა დაემართა?

– მაას? – კითხვითვე უპასუხა ქალმა. – ის ლურსმანზე წევს. ეს ადგილი აქვს ამოჩემებული.

მოსმენილით გაკვირვებულმა, ისევ იკითხა:

– თუ ლურსმანზე წევს და რამე სტკივა, რატომ არ დგება?

მოხუცმა გაიღიმა და უთხრა:

– ე.ი. ჩემო მეგობარო, მას იმდენად სტკივა, რომ წკმუტუნებს, მაგრამ, არა იმდენად, რომ ადგილიდან გაინძრეს…

P.S. ეს სიმართლეა, ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ იმის გამო, რომ რაღაცა არ მოგვწონს და გვაწუხებს, ვიცით რომ რაღაც უნდა შევცვალოთ, მაგრამ წუწუნის გარდა, არაფერს ვაკეთებთ!

ლალი ადიკაშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: იგავები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ