იგავი ნატვრის ხეზე

0

ერთი ადამიანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და შემთხვევით, ნატვრის ხესთან აღმოჩნდა. მისი ჯადოსნური ძალის შესახებ, მან, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა.

დაღლილი იყო და ხის ჩრდილის ქვეშ ჩაეძინა.

როდესაც გაიღვიძა, მას საშინელი შიმშილის გრძნობა აწუხებდა და გაიფიქრა: “ როგორი მშიერი ვარ… კარგი იქნება, რამე რომ მეჭამაო”, – და უცბად, გაჩნდა სუფრა, ნაირ-ნაირი კერძებით.

ადამიანს არ უფიქრია იმაზე, თუ ეს ყველაფერი საიდან გაჩნდა. დაჯდა და კარგად დანაყრდა. ამის შემდეგ, მას მოსწყურდა და მისი სურვილი მაშინვე შესრულდა:

გაჩნდა დოქი, სუფთა, წყაროს წყლით.

ადამიანმა დალია წყალი და დაფიქრდა: “საიდან გაჩნდა საჭმელი და წყალი? სავარაუდოდ, ამაში ავი სულების ხელი ურევია და ისინი მე დამცინიანო.”

ამის გაფიქრება იყო და მის ირგვლივ, უსხეულო, გამჭვირვალე არსებები გაჩნდნენ, რომლებიც დამცინავ ხმებს გამოსცემდნენ.

შეშინებულმა ადამიანმა გაიფიქრა: “მათ ჩემი მოკვლა უნდათო!” და სულებმა მოკლეს ადამიანი.

მორალი: აზრი მატერიალურია. ჩვენ, ჩვენს ცხოვრებას, საკუთარი წარმოსახვით ვაყალიბებთ.

წესად გაიხადეთ: საკუთარ თავთან დაკავშირებით, მხოლოდ კარგზე იფიქრეთ.

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply