იგავი მოსაწყენი ცხოვრების შეცვლაზე

1

ერთხელ, ახალგაზრდა,უბედური ყმაწვილი, ერთ ბრძენთან მივიდა და სთხოვა, რომ თავისი მოსაწყენი ცხოვრების შეცვლაში დახმარებოდა. ბრძენმა , ახალგაზრდას ჭიქაში მუჭა მარილის ჩაყრა და დალევა ურჩია. ყმაწვილი ასეც მოიქცა.

„როგორი გემო აქვს?“- ჰკითხა ბრძენმა.

„საშინელი“- უპასუხა ახალგაზრდამ.

ბრძენს ჩაეცინა და შემდეგ უთხრა, რომ კიდევ ერთი მუჭა მარილი აეღო და ტბაში ჩაეყარა. ორივე მდუმარედ მიუახლოვდა ახლომდებარე ტბას და ახალგაზრდამ შეასრულა ბრძენის დავალება.

ბრძენმა უთხრა:“ ახლა დალიე ტბიდან“

როცა ახალგაზრდამ წყალი დალია, ბრძენმა კვლავ ჰკითხა:“როგორი გემო აქვს?“

„კარგი!“- აღნიშნა ახალგაზრდამ.

„მარილის გემო იგრძენი?“- ისევ ჰკითხა ბრძენმა

– „არა“.

ბრძენი აფორიაქებული ახალგაზრდის წინ დადგა , აიღო მისი ხელები და უთხრა: „ცხოვრებისეული ტკივილი არც მეტი, არც ნაკლები სუფთა მარილია. ტკივილის რაოდენობა ცხოვრებაში ნაშთად რჩება. თუმცა, ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ „ვაგემოვნებთ“ , დამოკიდებულია იმ ჭურჭლის სიდიდეზე, რომელშიც მას ვათავსებთ. ასე რომ, როდესაც ტკვილის გრძნობ, ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია, ეს არის გაზარდო „ჭურჭელი“. შეწყვიტო ჭიქად ყოფნა და გახდე ტბა.“

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply