იგავი იმაზე, თუ როგორ ვასწავლოთ შვილებს – იყვნენ ბედნიერები

1

ერთხელ, გზაზე მოხუცი ბრძენი ადამიანი მიდიოდა, ათვალიერებდა ბუნებას და ტკბებოდა გაზაფხულის ფერებით. უცებ მან დაინახა კაცი, რომელსაც მხრებით ძალიან დიდი ტვირთი მიჰქონდა. ეტყობოდა, რომ ასეთი სიმძიმისგან ფეხზე ძლივს იდგა.

რატომ იტანჯავ ასე თავს? – ჰკითხა მოხუცმა.

იმისთვის ვწვალობ, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები ბედნიერები იყვნენ.- უპასუხა კაცმა.- ჩემი დიდი ბაბუა იტანჯავდა თავს ბაბუისთვის, ბაბუა- მამისთვის, მამა-ჩემთვის, მე კი, ჩემი შვილების ბედნიერებისთვის დავიტანჯები.

და ვინმე თქვენს ოჯახში იყო ბედნიერი?- დაინტერესდა მოხუცი.

ჯერჯერობით არავინ, მაგრამ ჩემი შვილები და შვილიშვილები, ალბათ, გახდებიან ბედნიერნი!- იმედით წარმოთქვა მოხუცმა.

სამწუხაროდ, გაუნათლებელი ვერ ასწავლის კითხვას, ხოლო თხუნელა ვერასდროს გაზრდის არწივს!- თქვა მოხუცმა ბრძენმა კაცმა. – ჯერ თვითონ უნდა ისწავლო – იყო ბედნიერი, და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ, ასწავლო ბედნიერება შენს შვილებს. ზუსტად ეს იქნება შენი ყველაზე ღირებული საჩუქარი.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. Shvilebs cxovreba unda vaswavlot, shromismoyvareni unda gavzardot,tviton unda sheedzlot sheqmnan,seidzinon, daexmarnen….. rogorc pataras siaruls vaswavlit,ase shvilebs cxovrebis gzaze siaruli unda vaswavlot, ai mashin viqnebit yvela bednieri

Leave A Reply