იგავი: თუ გჯერა, რომ გაიმარჯვებ..

0

.ერთხელ ერთმა დიდებულმა იაპონელმა მეომარმა სახელად ნობუნაგამ გადაწვიტა მტრისთვის შეეტია, რომელიც 10-ჯერ უფრო მეტი იყო ვიდრე თავისი ჯარი. მან იცოდა , რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ ამაში ჯარისკაცებს ეჭვი ეპარებოდათ, გზად მხედართმთავარი ტაძართან გაჩერდა და თავის ხალხს უთხრა:

– მას შემდეგ, რაც მე ტაძრიდან დავბრუნდები, მე მონეტას ჰაერში ავაგდებ. თუ “ბორჯღალო” მოვა – ჩვენ გავიმარჯვებთ თუ “საფასური” – დავმარცხდებით. ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა.

ნობუნაგა ტაძარში შევიდა და მდუმარედ ილოცა. გამოსვლისას მან მონეტა ჰაერში ააგდო და „ბორჯღალო“ დაეცა. ამის შემდეგ მისმა ჯარისკაცებმა ისეთი მონდომებით იბრძოლეს, რომ მარტივად გაიმარჯვეს.

-ბედის შეცვლა არავის შეუძლია. – განაცხადა ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთმა მსახურმა.

– რა თქმა უნდა არა, – უპასუხა ნობუნაგამ და თან მონეტას ანახებდა, რომლის ორივე მხარე „ბორჯღალო“ იყო გამოსახული. საკუთარი ბედის შეცვლა მხოლოდ შენ შეგიძლია მეგობარო , მთავარია როგორ მონეტას დასვამ !

თუ გჯერა, რომ გაიმარჯვებ, ესე იგი ასეც იქნება!

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply