იგავი ზიანის მომტანის მიმართ დამოკიდებულებაზე

0

ბრძენის ნაამბობი: „ახალგაზრდობაში ხშირად მივდიოდი ტბის პირას მარტო და მედიტაციას ვეწეოდი. მყავდა პატარა ნავი, რომლითაც საათობით ვცურავდი და ვფიქრობდი. ერთხელ, გამთენიისას, თვალდახუჭული ვმედიტირებდი. უცებ, ვიღაცის ნავი ჩემსას დაეჯახა და მთელი ჰარმონია დამირღვია, რამაც ძალიან გამაბრაზა. ნავის პატრონის გალანძრვა დავაპირე, მაგრამ როცა თვალები გავახილე, დავინახე, რომ ნავი ცარიელი იყო. არავისზე შემეძლო ჩემი სიბრაზის გამოხატვა. ამიტომაც, დავხუჭე თვალები და ვცადე, კვლავ შემექმნა ჰარმონია საკუთარი თავისთვის.

მზის ამოსვლისას, სულის სიმშვიდე ვიპოვე. ცარიელი ნავი ჩემი მასწავლებელი გახდა. მას შემდეგ, თუკი ვინმე ცდილობს ზიანის მოყენებას, უბრალოდ ვეუბნები ჩემს თავს:

ეს ნავიც ცარიელია.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply