იგავი ბრძენ სამურაიზე და პროვოკატორზე

0

იაპონიაში, დედაქალაქის მახლობლად, ერთ სოფელში, მოხუცი სამურაი ცხოვრობდა.

ერთხელ, როდესაც ის საკუთარ მოსწავლეებთან გაკვეთილს ატარებდა, მასთან ახალგაზრდა მეომარი მივიდა. რომელიც, თავისი უხეშობით და მრისხანებით იყო ცნობილი. ბრძოლის დროს, მისი საყვარელი ილეთი, პროვოკაცია იყო: მას მდგომარეობიდან გამოჰყავდა მოწინააღმდეგე, ეს უკანასკნელი, მრისხანელებით დაბრმავებული, იღებდა მის გამოწვევას და ბრძოლის დროს, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და ამის შედეგად, ის ბრძოლას აგებდა.

ახალგაზრდა მეომარმა დაიწყო შეურაცყოფის მიყენება მოხუცისათვის: ის მას ქვებს ესროდა, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, იგინებოდა და იფურთხებოდა. მაგრამ, მოხუცი არაფერს იმჩნევდა და გაკვეთილს აგრძელებდა. დღის ბოლოს, დაღლილი და გაღიზიანებული მეომარი სახლში წავიდა.

მოსწავლეებმა, რომლებიც გაკვირვებულები იყვნენ მოხუცის ნებისყოფით, ჰკითხეს მას:

– რატომ არ გამოიწვიეთ ის ბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?

რაზეც, ბრძენმა სამურაიმ მათ უპასუხა:

– თუ ვინმე თქვენთან საჩუქრით მოვა, მაგრამ თქვენ საჩუქარს არ მიიღებთ. ის ვის დარჩება?

– მის ძველ ფლობელს. – უპასუხა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

– იგივე ეხება შურს, ზიზღს, ლანძღვას და გინებას. იმ დრომდე, ვიდრე შენ არ მიიღებ,ის იმას ეკუთვნის, ვინც მოიტანა.

ლალი ადიკაშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply