იგავი ადამიანის ბუნებაზე

0

ჩინეთში ოდესღაც დჰარმის (კანონების) მასწავლებელი ოსტატი ფო ინი ცხოვრობდა. მას ჰყავდა მეგობარი სუ დონგ პო, რომელიც ბუზღუნა და უხეში კაცი იყო. ამის გამო, იგი ცუდი რეპუტაციის პოეტად ითვლებოდა.
ერთხელ პოეტმა ბუდას პოზა მიიღო და დჰარმის მასწავლებელს ჰკითხა:

– ვის ვგავარ?

– ბუდას ჰგავხარ, – უპასუხა ოსტატმა ფო ინმა.

პოეტმა კიდევ ჰკითხა:

– იცი შენ ვის ჰგავხარ? ქაქის გროვას!

დჰარმის ოსტატი არც კი აღევლებულა, ისევ უწინდებურად იღიმებოდა. შემცბარმა პოეტმა ჰკითხა მას:
– რატომ არ გაბრაზდი?

ფო ინმა უპასუხა:

– ვინც საკუთარ თავში ბუდას ბუნება შეიცნო, თითოეულ ადამიანში მის სახეს ხედავს. ის კი, ვინც ქაქითაა სავსე, სხვაშიც ქაქის გროვას დაინახავს.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply