იგავები: შეყვარებული ლომი

0

ერთხელ ლომს ერთი მშვენიერი ქალწული შეუყვარდა და მის მშობლებთან მივიდა,რათა ხელი ეთხოვა.მშობლები საგონებელში ჩავარდნენ,არ იცოდნენ რა ეთქვათ: არც თავიანთი შვილის მითხოვება სურდათ მისთვის და ცხოველთა მეფის გაბრაზებასაც ერიდებოდნენ.
საბოლოოდ მამამ ლომს უთხრა: „ძალიან ვაფასებთ თქვენი ბრწყინვალების შემოთავაზებას, მაგრამ ხომ ხედავთ როგორი ნაზია ჩვენი ქალიშვილი, თქვენ კი ასეთი დიდი ბრჭყალები და ალესილი კბილები გაქვთ, გვეშინია,რომ უნებურად რაიმე არ დაუშავოთ.თუ თქვენს ბრჭყალებს და კბილებს მოიცილებთ, მაშინ ისევ შეიძლება განვიხილოთ თქვენი შემოთავაზება.
ლომი იმდენად შეყვარებული იყო,რომ ესეც გააკეთა: კბილებიც ამოიღო და ბრჭყალებიც დაიჭრა.თუმცა როდესაც მშობლებთან ხელის სათხოვნელად ისევ მივიდა, მათ გაეცინათ და უარი უთხრეს – ლომის უკვე აღარავის ეშინოდა.
შეგონება: სიყვარულს ყველაზე ველური ადამიანის მოთვინიერებაც კი ძალუძს.
ავტორი: ეზოპე ; თარგმანი: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply