იგავები: სამიზნე

0
ერთი კაცი ბავშვობიდან ვარჯიშობდა მშვილდით ისრის სროლაში. თავიდან მარტო აკეთებდა ამას, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლების მოსაძებნად გაეშურა, რათა თავის საქმეში სრულყოფილებისთვის მიეღწია. გზად ბევრ განსხვავებულ მასწავლებელს შეხვდა. ერთმა მშვილდის მოზიდვა ასწავლა ისე, როგორც ამას ვერავინ აკეთებდა მსოფლიოში, მეორემ – ის, თუ როგორი ტრაექტორიით უნდა გაეშვა ისარი, თუმცა ვერავინ მოახერხა მისთვის მიზანში ყოველთვის გარტყმა ესწავლებინა.
დიდი ხნის სიარულის შემდეგ დაღლილი ერთ სოფელს მიადგა, რომლის ბოლოშიც ხეზე სამიზნე დაინახა – ისარი პირდაპირ ცენტრში იყო მოხვედრილი.ცოტა მანძილი კიდევ გაიარა და კვლავ წააწყდა რამდენიმე სამიზნეს ცენტრში მოხვედრილი ისრებით.
კაცი მღელვარებამ და თრთოლვამ მოიცვა – ნუთუ, როგორც იქნა, იმ მასწავლებელს იპოვნიდა, ვისაც ამდენ ხანს ეძებდა?! მან ირგვლივ მიმოიხედა და პატარა თხუპნია გოგონა დაინახა, რომელიც გზაზე მტვერში თამაშობდა.
– გოგონა, სად ცხოვრობს მშვილდით სროლის ოსტატი? აქ იმდენი სამიზნეა, რომ უეჭველად სადმე ახლოს უნდა იყოს.
-ააა…ეს სამიზნეები? ამას მე ვთამაშობდი!
– წარმოუდგენელია! შენ ვერ იქნები ის ოსტატი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი! – წამოიყვირა იმედგაცრუებულმა კაცმა.
– და რა არის ამაში რთული? – გაუკვირდა პატარას, – ჩაარჭობ ხეში ისარს და მერე მის გარშემო სამიზნეს შემოხაზავ!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply