იგავები: მამალი და მარგალიტი

0
ერთხელ ერთი მამალი ეზოში დასეირნობდა და ამაყად გასცქეროდა ხოლმე იქვე მოფუსფუსე ქათმებს.  მოულოდნელად მან ეზოს კუთხეში, რაღაც პატარა საგანი შეამჩნია, რომელიც ლამაზად ირეკლავდა მზის ნათელ სხივებს.
– ეს ჩემთვისაა – გაიფიქრა მამალმა და მისკენ გაემართა.
მამალმა აქეთ-იქით მიჰყარ-მოჰყარა მის გარშემო არსებული მიწა და როდესაც საქმე დაასრულად მის ფეხქვეშ ლამაზი მარგალიტი აღმოჩნდა, რომელიც რაღაც შემთხვევის წყალობით ეზოში დაკარგვოდა პატრონს.
– ეს შეიძლება ძალიან ძვირფასი იყოს ადამიანებისათვის – გაიფიქრა მამალმა, თუმცა ჩემთვის ერთი მარცვალი ქერი უფრო ძვირფასია, ვიდრე ათასობით ასეთი ქვა.
ძვირფასი საგნები მათთვისაა, ვინც იცის მათი ფასი.
ავტორი:ეზოპე ; თარგმანი: 4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply