იგავები: არწივი და ისარი

0
არწივი გაშლილი ფრთებით მიაპობდა სივრცეს და სიცოცხლით ტკბებოდა,როდესაც მოულოდნელად შორიდან გამოსროლილმა ისარმა სასიკვდილოდ დაჭრა.ნელ–ნელა დაეშვა მიწაზე და მომაკვდავი სისხლისაგან იცლებოდა.ისარს მიაპყრო მიბინდული თვალი და აღმოაჩინა,რომ სასიკვდილო იარაღს მისი ფრთა ამშვენებდა.
არწივმა სევდიანად ამოიოხრა და სული განუტევა.
შეგონება: ხშირად ჩვენვე ვაძლევთ მტრებს,ჩვენი განადგურების საშუალებას.

ავტორი: ეზოპე; თარგმანი: 4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply