იაპონიაში მატარებლის მიმოსვლა ერთადერთი მგზავრის – სკოლის მოსწავლე გოგონას გამო არ შეაჩერეს

1

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე არსებული სარკინიგზო სადგური კამი-სირატაკი უკვე წლებია მხოლოდ ერთი მგზავრის გამო მუშაობს, იუწყება Citylab-ი.

სამი წლის წინ, იაპონიის რკინიგზამ, სადგურის სიშორის გამო ამ მიმართულებით მატარებლის მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტა. თუმცა, მალევე ცნობილი გახდა, რომ ამ მატარებელს ერთადერთი მგზავრი ჰყავდა  მოსწავლე გოგონა, რომელიც ყოველდღე სკოლაში დადიოდა. 

მატარებელი სადგურზე მხოლოდ მისთვის ჩერდებოდა, დღეში ორჯერ, როცა გოგონა სკოლაში მიდიოდა და როდესაც იქიდან უკან, სახლში ბრუნდებოდა. 

იაპონიის რკინიგზის გადაწყვეტილებით, სადგური აღარ დაიხურა და იფუნქციონირებს 2016 წლის მარტამდე, როდესაც გოგონა სკოლას დაამთავრებს. 

მიხეილ ჭაბუკაშვილი; წყარო: 1tve.ge ; Citylab ;

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

  1. მსგავსი ამბავი წავიკითხე დღეს გაზეთ ,,კვირის პალ;იტრაში” -ხანდოს ხეობაში მოსახლეობისაგან დაცლილ სოფელ უკანა მხარეში ცხოვრობს ერთი მოსწავლე-ვანო ქურციკაშვილი, რომელიც 18 კმ-ის დაშორებით ფასანაურის სკოლაში დაყავს სკოლისათვის დანიშნულ მანქანას. მძღოლი დილით მიაკითხავს სკოლაში წაიყვანს საღამოს კი დააბრუნებს.
    ვუსურვებ ვანოს სასახელო ადამიანი გაიზარდოს თავის სოფლის და სამშობლოს საკეთილდღეოდ.

Leave A Reply