“თქვენ გრძელი ენა გაქვთ” Green Day-ის წერილი აღშფოთებულ დედას

0

1996 წლის დეკემბერში Green Day – მ გამოუშვა მეოთხე ალბომი – “ინსომნია”. ამ ალბომით შეწუხებულმა და განაწყენებულმა 8 წლის ბავშვის დედამ გადაწყვიტა დაეწერა აგრესიული ხასიათის წერილი, რომელშიც უჩიოდა ბენდს. „ეს გახლავთ პირდაპირი დარტყმა ნერვულ სისტემაზე“ – წერდა ქალბატონი. სულ მალე მან მიიღო საპასუხო ხელწერილ ჯგუფის 24 წლის წამყვანი ვოკალისტისგან, ბილი ჯო არმსტრონგისგან.

დედის წერილი:

„მე, ჩვეულებრივი მშობელი ძალიან შეწუხებული ვარ იმ ალბობით, რომელსაც ჩემი რვა წლის ბიჭი უსმენდა. ალბომი 60 წლის ბებიამ უყიდა დაბადების დღის საჩუქრად, ისე რომ მოხუცმა თითქმის არაფერი იცოდა ფირის შემადგენლობის შესახებ. მაღაზიაში კომპაქტ დისკს არ ჰქონდა არანაირი ეტიკეტი ან ფერი, რომელიც გააფრთხილებდა მშობელს მავნებლობაზე.
იქნებ აღარასდროს შეგექმნათ მუსიკა? ამ მუსიკაში არაფერია ისეთი, რითიც შეიძლება იამაყო. ეს შემაძრწუნებელია და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომპოზიციის ინტერპრეტაციაცაა, რაც კი ოდესმე მსმენია. არადა ვიცი, შეუძლია ჯგუფს შექმნას კარგი მუსიკა, რადგან მოსმენილი მაქვს მათი სიმღერები აქამდე. მაგალითად, ერთ-ერთი სახელწოდებით „როცა მე ჩამოვედი“ არის ჩემი შვილის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა, რომელსაც მამიკოსთან ერთად ყოველთვის მღერის.

სამწუხაროდ, არ უნდა ქმნიდე რაიმე ნაგავს მხოლოდ იმისათვის, რომ მოეწონოს ეს ხალხს. და თუ მაინც შექმნით ასეთ პროდუქტს, უნდა იცოდეთ რა ტიპის ხალხისთვისაა იგი გათვლილი. ჩემმა წერილმა შესაძლოა ძირეულად არ შეცვალოს აღიარებული წარმოდგენები თქვენს მუსიკაზე, მაგრამ უკვე ერთით ნაკლები ოჯახი იყიდის ასეთ ნაგავს. მე გრძელი ენა მაქვს და ყველას მოვუყვები ამის შესახებ, რათა იცოდნენ რეალობა. ასეთი მიმდინარეობა არის ნაგავი! ამის მოსმენისას აღმოაჩენ, რომ ყველასგან მიტოვებული ხარ.

იქნებ რაიმე უფრო პოზიტიური გეკეთებინათ?! ნუთუ არ არის საკმარისი ნაგავი მსოფლიოში? რასაც ფიქრობთ, რომ დაეხმარება ახალგაზრდებს და შემოაქვს ახალი ჰარმონია მათ გონებაში – საშიშია. თქვენ გაქვთ საკმაოდ დიდი გავლენა და რატომ არ იყენებთ ამას რაიმე კარგი საქმისთვის?

„Green Day – ს“ პასუხი აღშფოთებული დედას:

„მე არ ვწერ მუსიკას მშობლებისთვის, ბებიებისთვის ან 8 წლის ბავშვებისთვის. მე ვწერ ჩემთვის და არ ვიტყვი არაფერს თქვენი ლანძღვის საპასუხოდ. სწორედ ესაა განსხვავება ჩემსა და თქვენ შორის. მე ვაკეთებ, რასაც მინდა… თქვენ კი აკეთებ იმას, რასაც გეტყვიან.

აშკარად, ჩვენ არ ვცხოვრობთ ერთ პლანეტაზე. დაგტოვებთ მარტო თქვენნაირ ადამიანებთან ერთად. მე ვიპოვი ნამდვილ გულშემატკივრებს და ძალიანაც კარგი თუ აღარ იყიდით არცერთ ჩვენს ჩანაწერს! სხვა დროს გთავაზობ, რომ შეძენამდე მცირე კვლევა გააკეთოთ იმის დასდგენად თუ რას ყიდულობთ თქვენს პატარა ბიჭისთვის. იქნებ ამით მცირე ფინანსები მაინც დაზოგოთ.

P.S: თქვენ მართალი ხართ ერთ რამეში… ნამდვილად გრძელი ენა გაქვთ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply