თქვენი როლი გადამწყვეტია

0

ალბათ იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც თითოეული ჩვენთაგანის მხარდაჭერას კონკრეტული პიროვნების, გადაწყვეტილებისა თუ პროექტისათვის, ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილების მოხდენა. პროექტი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გაიგებთ, სწორედ ასეთ იშვიათობას წარმოადგენს და ამიტომაც საჭიროებს თითოეული ჩვენთაგანის მხადაჭერას.

2013 წლის 8 ივნისს, ქალაქ ვენაში გასამართ ევროპული რესუსრ ბანკის კონფერენციაზე მოხდება BBC-ის ცნობილი პროექტის “Dragons’ Den” მოდელირება. კონკურსში, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 10000 ევროს, მთელი მსოფლიოს მაშტაბით მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 5 პროექტი და ამ ხუთ პროექტს შორის, თქვენი მხადაჭერის შედეგად, შეიძლება მოხვდეს ქართული პროექტი: „გადასახადების გადამხდელთა ინდექსი“, რომელიც „საქართველოს გადასახადების გადამხდელთა ალიანსის“ დამფუძნებლის, ახალგაზრდა ეკონომისტის, გივი კუპატაძის მიერ ხორციელდება.
გადასახადების გადამხდელთა ალიანსი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანს საქართველოში გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ორგანიზაცია 2012 წლის ივნისიდან ჟურნალი „ოთხი მოტივის“ ოფიციალური პარტნიორია.
გადასახადების გადამხდელთა ინდექსი“ ზომავს რამდენად კარგადაა დაცული გადასახადების გადამხდელთა ფისკალური უფლებები და წარმოადგენს რეალურ ინსტრუმენტს გადასახადების გადამხდელთა ფისკალური უფლებების უკეთესად დასაცავად, ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირება-გატარებისათვის.
გადასახადების გადამხდელთა ალიანსის სოციალური კამპანიის მიზანს, 25 მაისამდე, 2 500 ფეისბუქის მოწონების დაგროვება წარმოადგენს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მათი პროექტის “Dragons’ Den”-ის პოპულალურ კონკურსზე მოსახვედრად, რაც ნიშნავს საქართველოს დადებითად წარმოჩენას ევროპულ ასპარეზზე, პოტენციურად საქართველოს ეკონომიკაში შემოსულ 10 000 ევროს და რაც მთავარია, ქართველი გადასახადების გადამხდელთა ფისკალური უფლებების უკეთესად დაცვისაკენ გადაგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
ზემოაღნიშნულის მიღწევისათვის აუცილებელია თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერა, რაც თქვენს მიერ, ქვემოთ მოცემულ ღილაკზე “like”, ერთი კლიკით შემოიფარგლება.
ჟურნალი „ოთხი მოტივისა“ და „გადასახადების გადამხდელთა ალიანსის ადმინისტრაცია წინასწარ გიხდით მადლობას პროექტის მხარდაჭერისათვის.

მხარს ვუჭერ გადასახადების გადამხდელთა ალიანსს – შეუერთდით პროექტის მხარდამჭერთა რიგებს:

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply