თუ ერთფეროვნება მოგბეზრდა, ეს პოსტი შენთვისაა

0

ხანდახან ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესები გვბეზრდება და რაღაც ჩვეულებრივის არაჩვეულებრივით შეცვლა გვსურს, სანამ ეს უკანასკნელიც ჩვეულებრივი არ გახდება, რუტინად არ გარდაიქმნება.

ამ დროს მე და ბევრი ჩემნაირი ყველაფერს დაღლილობას ვაბრალებთ. ვფიქრობთ, რომ 1 კვირიანი დასვენება ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და ჩვენც ისევ ბედნიერი, მხიარული, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე შევუდგებით ცხოვრებას. და თუ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, რას ვაკეთებთ? გულხელდაკრეფილი ვსხედვართ და არც არაფერს ვცვლით, სად წავა, მოვა არდადეგები/შვებულება და ჩვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება.

არადა დრო არ ითმენს… რაღაც უნდა ვუშველოთ. სულაც არ მჭირდება დასვენება, ცხოვრების გამრავალფეროვნება ამის გარეშეც შემიძლია. სირთულეები რომ ყველაფერს ახლავს თან, ვიცით, ბუნებრივია.

ახალი კვირა, ახალი თვე, ბევრი ახალი ორშაბათია, რომელიც საწყის წერტილად შეიძლება ავიღოთ . ნებისმიერი ორშაბათი კი არა ნებისმიერი დღეც კი ახალი ცხოვრების დასაწყებად .

აკეთე ის, რაც წინსვლაში, განვითარებაში დაგეხმარება. ხანდახან მეტი ენთუზიაზმითა და არა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვით. აკეთე ის, რაც განვითარებაში და სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაგეხმარება ან ის, რაც შენში სიხარულს, სიმშვიდესა და აღფრთოვანებას გამოიწვევს. რატომაც არა?! იარე ხატვაზე, მუსიკაზე, ცეკვაზე, კულინარიის კურსებზე, რაზეც გსურს. არჩევანი დიდია.

მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარებას მეტი დრო დაუთმე: იცეკვე, იმღერე, ისეირნე ან უბრალოდ მათთან საუბრით დატკბი. დაგეგმე მოგზაურობები, ახლოს, შორს, არ აქვს მნიშვნელობა. გადაიღე უამრავი ფოტო, რათაც ემოციები კიდევ უფრო დიდხანს გაგყვეს.
ადრე გაიღვიძე და ჩაი/ ყავა, საყვარელი ტკბილეული მოიმზადე და მზის ამოსვლით დატკბი. ჩასვლასაც ნუ გამოტოვებ, ეს კიდევ უფრო დიდი სიამოვნებაა.
წადი და ის ადგილები მოინახულე, რომელთა ნახვაც დიდი ხანია გსურს და არ გინახავს. რატომ? იმიტომ… იმიტომ რომ… აი ხომ ხედავ, ამის მიზეზი საერთოდ არ გაქვს, ხოდა ადექი და წადი.

ხელოვნება, ხელოვნება ყველას გვჭირდება. სამხატვრო გალერეა, თეატრი, კინო, მუსიკა – არჩევანი არცთუ ისე მცირია. ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მოგგვრის და მეტიც, შთაგაგონებს. ეს შენ ჩემზე უკეთ იცი.

საღამოს ან ღამით მთვარის შუქზე სეირნობა გიცდია? მე ძალიან მიყვარს. მარტო , ფეხით იარე და მუსიკას უსმინე. ესეც ერთგვარი განტვირთვაა.
დაბოლოს, რაც მთავარია – სიკეთე! არ აქვს მნიშვნელობა რა სახის იქნება. მე სიკეთის წარმოებისკენ არ გიბიძგებ, ეს შესაძლოა შენი მოთხოვნილებაცაა, და კიდევ უკეთესი. დაეხმარე მათხოვარს, აჩუქე მეგობარს ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს, გაუკეთე სიურპრიზი ოჯახის წევრს. სხვისი გაბედნიერებით მოგვრილი სიამოვნება ძალიან დიდხანს გაგყვება. მე ძალიან მარტივი სიკეთეც მაბედნიერებს და ეს ემოცია იმდენხანს მიმყვება, ხანდახან მავიწყდება, რომ ყველაფერი ამით არ მთავრდება და დიდი ხანია ბედნიერება არავისთვის მიმინიჭებია.

არა, ასე აღარ მოვიქცევი და ნურც შენ… გთხოვ!

სალომე ლეკიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ოთხი მოტივის გუნდის წევრი და პუბლიცისტი.

Leave A Reply