თუ…

0
ჩემი და სხვა ადამიანების ცხოვრებაში ხშირად ისმის ამგვარი პრობლემატური კითხვები ,,რა გავაკეთო?” როგორ მოვიქცე?”. არადა სინამდვილეში პრობლემა ის კი არაა,რომ არ ვიცით რა გავაკეთოთ,ან როგორ მოვიქცეთ, არამედ პრობლემა ისაა, რომ არ ვაკეთებთ მას…
 ქრისტეს შობამდე 331 წელს. ელინურ სპარტასა და მაკედონიას შორის სასტიკი ბრძოლები იყო გაჩაღებული. ალექსანდრე მაკედონელის მამამ, ფილიპე II-ემ სპარტელებს შიკრიკი გაუგზავნა და შეუთვალა : ,,თუ შემოვალ ლაკონიაში, მთელ სპარტას ძირფესვიანად გავანადგურებ“. სპარტელებმა, ჩვეულ ლაკონურ სტილში, უპასუხეს : ,,თუ“.
  
,,მე თუ ამას გავაკეთებ“, მე რომ ეს გავაკეთო, ,,მე თუ ამას გავაკეთებდი“, ,,მე რომ ეს გამეკეთებინა“.  ძალიან ნაცნობი ფრაზებია, არა? თქვენც ხომ არ  გითქვამთ? მგონი, დიახ.
“სასწავლებლად ერთ–ერთი ყველაზე რთული გაკვეთილი უშუალოდ ცოდნის შეძენაში კი არ მდგომარეობს, არამედ მის ეფექტიანად რეალიზებაშია.”(საათის მასტერკლასი).

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Leave A Reply