თვითმოტივაციის 5 ეფექტური გზა შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად

2

წარმატებაში არაფერია მისტიური, უმეტეს შემთხვევაში, ის დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. თუმცა ბევრს არ შეუძლია მუდმივად შრომაში იყოს ჩართული და ვერ თავს ატანს საკმარის ძალისხმევას.

აქედან გამომდინარე, უმეტესობას აწუხებს კითხვები: როგორ გადავლახოთ ეს დაბრკოლება? როგორ მივცეთ მოტივაცია საკუთარ თავს უფრო ნაყოფიერი შრომისთვის?

გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რჩევას კარგი შედეგის მისაღწევად:

1. ნათლად წარმოიდგინეთ მიზნის დასასრული

რჩევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეინარჩუნოთ მოტივაცია დაბალი შედეგებისა და განმაცვიფრებელი პერიოდის დროსაც კი. ამისთვის ნათლად უნდა იცოდეთ თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ?
მოგზაური მარია სტეინი ამბობს: „თვითმოტივაციისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა: მე არ ვფიქრობ იმაზე, რომ ეს სამუშაო რთულია. მე ვთვლი, რომ ეს ნაწილია იმისა, ვინც მინდა გამოვიდე. ჩემთვის, ყველაზე „რთული“ ნაწილია იმის არჩევა, თუ რა უნდა გავაკეთო… როდესაც არჩევანი გავაკეთე, ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე თუ როგორი რთული ან შეუძლებელი იყო ის, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორი კარგი შედეგი მოჰყვებოდა მას და როგორი ამაყი ვიქნებოდი, როდესაც დავასრულებდი ამ საქმეს.

2. იზრუნეთ საკუთარ თავზე ფიზიკურად

ხშირად პრობლემები ფსიქიკური კი არა, ფიზიკურია. თქვენ შეიძლება ძალიან დიდი ნებისყოფა გქონდეთ, თუმცა თუ სამუშაოს შესასრულებლად არ გაქვთ ფიზიკური ენერგია, მოტივაციის შენარჩუნება რთული იქნება.

„ძალიან დაიღალეთ? საკმარისად გეძინათ? გაქვთ უსიამოვნო შეგრძნება, მუდმივი ტკივილი? ხართ მოწყენილი ან იმედგაცრუებული მიზეზების გარეშე?“ გვეკითხება მწერალი, ეპრილ განი.-„თუ პასუხი დადებითია, მაშინ მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ფიზიკურად ყველაფერი რიგზეა. ეცადეთ გეძინოთ 7-9 საათი ღამეში. უსმინეთ თქვენს სხეულს, როდესაც ის გიჩვენებთ დისკომფორტის პრობლემებს და ეცადეთ ეფექტურად აღმოფხვრათ ისინი.

მართლა ძალიან რთულია იყოთ და დარჩეთ მოტივირებულები, მაშინ, როდესაც თავს საუკეთესოდ არ გრძნობთ.“

3. გამოიმუშავეთ ჩვევები

დააძალოთ თქვენს თავს გააკეთოთ ერთი და იგივე რამ ნებისყოფი გარეშე ძალიან რთულია. ჩვევებით საქმის კეთება უფრო მარტივია. „მოტივაცია და ნებისყოფა შეზღუდული რესურსებია. თუმცა მათი მეშვეობით შეგვიძლია გამოვიმუშავოთ ჩვევა, რომელსაც აღარ დასჭირდება ძალისხმევა.“-ხსნის მეწარმე, ბად ჰენნეკესი.“დაიწყეთ პატარა ჩვევებით, რომლებიც დაგეხმარებათ იყოთ უფრო პროდუქტიული და თავი კარგად იგრძნოთ. მაგალითად, დაისახეთ მიზნად ისეირნოთ 15 წუთი დღეში.“

4. მიიღეთ დისკომფორტი

მენეჯერი, მარტ ნილანდი ამბობს: „კომფორტის ზონიდან გაუსვლელად შეუძლებელია თქვენი შესაძლებლობების აღმოჩენა და განვითარება. ასე, რომ აღარ მისცეთ ნება მცირე დისკომფორტს თქვენს მოტივაციაზე იმოქმედოს.

როდესაც რამის მიღწევა გსურთ, ყოველი დაბრკოლების გადალახვისას , თქვენ უფრო ძლიერი ადამიანი ხდებით .“

5. დასაჯეთ საკუთარი თავი

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა თვითმოტივაციისთვის არის საკუთარი თავის დაჯილდოება ანდა დასჯა. „გაუკეთეთ თქვენს თავს შემოთავაზება, რომელზეც უარის თქმას ვერ შეძლებთ,“ ამბობს ანალიტიკოსი, დიპაკ სინგი.

„მუშაობის წახალისება შესაძლებელია როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური სტიმულით. მაგალითად, თუ გსურთ წიგნის წაკითხვა, დანიშნეთ დედლაინი და ჯილდო. თუნდაც, თუ გიყვართ ნაყინი, არ ჭამოთ ის, ვიდრე წიგნის კითხვას არ დაასრულებთ. შეიძლება ეს არ ჟღერს კარგად, მაგრამ დასაჯეთ თქვენი თავი იმ შემთხვევაში, თუ არ შეასრულებთ რაღაც დავალებას დროულად. ეს სტრატეგია თქვენს შრომას უფრო ეფექტურს გაგხდის.“

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

Leave A Reply