თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზები

0
ლანდისა და სტენფორდის უნივერსიტეტთა თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა თვითმკვლელობის გამომწვევ ფაქტორთა შესახებ. მკვლევარებმა გამოიყენეს შვედეთის მოსახლეობისა და ჯანმრთელობის რეესტრის სტატისტიკური მონაცემები (2001-2008წწ) , რამაც საშუალება მისცათ გაენალიზებინათ 7 მილიონი ზრდასრული ადამიანის მაგალითი, რომელთაგანაც 8 721 -მა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებში თვითმკვლელთა რაოდენობა სამჯერ აღემატება ქალთა ამავე მაჩვენებელს.
მამაკაცში თვითმკლელობის გამომწვევ მიზეზებს შორის მაღალია ახალგაზრდობის, მარტოსულობის და დაბალი განათლების დონის ფაქტორთა პროცენტული წილი. ქალბატონთათვის კი ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი უმუშევრობა აღმოჩნდა. ( მამაკაცებში მარტოსულობაა პირველ ადგილზე);
კვლევა მოიცავდა უამრავი სხვადასხვა დაავადების და პრობლემის მქონე ადამიანთა მაგალითს, რამაც მკვლევარებს საშუალება მისცათ გამოეყოთ ის სოციალური ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია თვითმკლელობასთან ეფექტურად ბრძოლისათვის.
“უკეთესი სტრატეგიების შემუშავებაა საჭირო იმისათვის, რომ შევამციროთ თვითმკვლელობის რისკი ადამიანებში, რომლებიც დეპრესიით, დაძაბულობით, ასთმით და სხვა სოციალური ფაქტორებით იტანჯებიან – ამბობს პროფესორი იან სანდქისტი.
შედეგები:
  1. დეპრესია (რისკის კოეფიციენტი – 32 );
  2. დაძაბულობა, ნერვული აშლილობა (რისკის კოეფიციენტი – 15 );
  3. ასთმა (რისკის კოეფიციენტი – 2.25 );
  4. ადამიანები, რომლებიც ნაკლებად სოციალური, ე.წ კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობენ (რისკის კოეფიციენტი 2.25);
  5. კიბო (რისკის კოეფიციენტი – 1.72 );
  6. ინსულტი (რისკის კოეფიციენტი – 1.67 );

იმ ადამიანთა შორის, რომელთაც თვითმკვლელობით დაასრულეს ცხოვრება მამაკაცთა 29.5 , ხოლო ქალბატონთა 21.7 პროცენტი ეწვია ექიმს სიკვდილამდე, საშუალოდ ორი კვირით ადრე.13 კვირის სტატისტიკური მაჩვენებლების გაანალიზების შედეგად პროცენტული თანაფარდობები მნიშვნელოვნად იზრდება (მამაკაცთა 57.1 , ხოლო ქალთა 44.9 პროცენტი).

“სტატისტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ ბევრ თვითმკვლელს ჰქონდა კონტაქტი სამედიცინო სამსახურთან, ვიდრე სიცოცხლეს თვითმკლვლელობით დაასრულებდა – ანუ ამგვარ ადამიანთა უმეტესობა ცდილობს ექიმთან კონსულტაციით მოაგვაროს ეს პრობლემა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კვლევის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და მიგვანიშნებს, რომ სოციალური მხარდაჭერისა და ჯანმრთელობის სამსახურები აქტიურად უნდა ჩაერთონ პროცესში, რომელსაც საზოგადოებაში თვითმკვლელობების რაოდენობათა შემცირება ქვია.”

4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply