თვალებს ხუჭავ (სიყვარული)

0

თვალებს ხუჭავ, რამდენიმე წამი შეიძლება საკმარისი არც აღმოჩნდეს, მაგრამ მთავარი მაინც გაივლის და შემდეგ ისევ შეიძლება ყველაფრის ჩვეულებრივ გაგრძელება. და მხოლოდ ფიქრში რჩება ის დრო, როდესაც ბავშვი იყავი და თვალებს მხოლოდ მაშინ ხუჭავდი, ზაფხულში ხმამაღალი სიცილის ფონზე ცივ წყალს რომ ავლებდით მოულოდნელად ერთმანეთს თანატოლები. ან მაშინ, როდესაც პირველად აკოცე და იფიქრე, რომ პლანეტიდან მის გარდა საპირისპირო სქესის ყველა ადამიანი გაქრა. მაშინ თვალების დახუჭვა მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებებთან იყო დაკავშირებული, მაშინ ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ... ერთხელაც თვალების დახუჭვა შეიძლება მხოლოდ იმისთვის მოგნდომებოდა, რომ ირგვლივ შენი გამოგონილი სივრცის გარდა დროებით ყველაფერი გამქრალიყო.

ახლა სულ უფრო ხშირად გიწევს ამის გაკეთება, როდესაც გრძნობ, რომ ყველაზე შენნაირებსაც კი, არ ესმით, ყველაზე სანდოც კი, გღალატობს, ყველაზე მზრუნველსაც კი, ზოგჯერ ავიწყდები, ყველაზე მნიშვნელოვანისთვისაც კი, ხშირად სულერთი ხარ და არაფერს, არაფერს აქვს ახსნა.

და რაც უფრო ცდილობ მით უფრო...

თვალებს ხუჭავ, რამდენიმე წამი შეიძლება საკმარისი არც აღმოჩნდეს.

ავტორი: ტატო გოგოლაძე

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply