ფსიქოლოგის რჩევები ანუ თერაპიული ეფექტის მქონე წერილი

0

თუ თქვენ არ გაქვთ ფსიქოლოგიური სეანსების თანხა, მაგრამ იმის სურვილი რომ საკუთარ თავში გაერკვეთ ძალიან დიდია – გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს. დაიწყეთ წერა! დაწერეთ წერილი! ფურცელთან საუბარი გვანთავისუფლებს შემაწუხებელი ფიქრებისგან და გვეხარება სიტუაციას სხვა თვალით აღქმაში. არავინ არ გიცნობთ იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ იცნობთ საკუთარ თავს, ამიტომ სრულიად შესაძლებელია რომ , სიტყვების უბრალო ჩაწერას დიდი ხნის პრობლემის გადაწვეტა მოყვეს. თქვენ დაგეუფლებათ გრძნობა, თითქოს თქვენ საუკეთესო ფსიქოლოგთან გაიარეთ ინტენსიური ფსიქოტერაპიის კურსი.

წერილი შეიძლება იყოს რამოდენიმე სახის:

1. წერილი საკუთარ თავს.

ამ წერილის დაწერა უმჯობესია, მაშინ როდესაც, ყველაფერი კარგადაა თქვენ ცხოვრებაში. რატომ? იმიტომ რომ მისი წაკითხვა შეგეძლებათ მომენტში როდესაც შეგიპყრობთ იმედგაცრუება ,დეპრესია, როდესაც ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში.

წერილში შეგიძლიათ ჩამოთვალოთ :

– რა გეხმარებათ კარგად იგრძნოთ თავი;

– ის რისი გაკეთებაც შემდგომში აღარ ღირს (საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით);

– ყველა ის წყრო, რომელიც შთაგონებას და ძალას გმატებთ;

– მოქმედების გეგმა;

– დევიზები , ფრაზები, რომლებიც შემართებას მოგგვრიან , მაგ: „შენ შეგიძლია ამის დაძლევა, რადგან შენ არაერთხელ გამკლავებიხარ რთულ პრობლემებსა!“

2. ავტობიოგრაფია.

დაწვრილებით აღწეროთ რა გადაგხდათ თავს მთელი ცხოვრების მანძილზე, ან რომელიმე კონკრეტულ, ყველაზე ტრამვულ მომენტში. წერეთ, მაშინ როცა, არავინ შეგაწუხებთ, არ გაგიფანტავთ ყურადღებას. დაწერეთ ყველაფერი, რაც გაგახსენდებათ: რას გრძნობდით? რაზე ფიქრობდით? რითი იყავით დაკავებული? დაწერეთ პირველ, მეორე და მესამე პირში. მიენდეთ ფურცელს: რაც უფრო მეტის დაწერას შეძლებთ – მით უკეთესია. დაამატეთ რაც შეიძლება ბევრი მოვლენა, ადამიანი , მოქმედება, დეტალი. შესაძლოა მოგინდეთ ფურცელს გაანდოთ არა მხოლოდ თქვენი გრძნობები და ემოციები , არამედ გარშემომყოფი ადამიანების განცდები. ამით, თქვენ ავტობიოგრაფიულ წერილში შექმნით განსაკუთრებულ ატმოსფეროსა და დროის შეგრძნებას .

3. წერილი მეგობარს.

ზოგჯერ, საყვარელი ადამიანისთვის წერილის დაწერა უფრო ადვილია, ვიდრე პირადად შეხვედრა . ასეთი წერილი უნიკალური შანსია, იმის გასათვიცნობიერებლად, რასაც ფიქრობთ და გრძნობთ. წერილი შეიძლება გამოვიდეს ძალიან გულწრფელი, რომელიც აშიშვლებს თქვენ ფარულ შიშს, გრძნობას , ამიტომ მას შემდეგ რაც ბოლო წერტილს დასვამთ, უმჯობესია წერილის საგულდაგულოდ შენახვა.

4. წერილი მომავლიდან.

თუ თქვენ დაბნეული ხართ და გგონიათ, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ არასდროს შეიცვლება , დაუწერეთ საკუთარ თავს – გზავნილი მომავლდან. ვინ არის ის ადამიანი რომელიც გახდებით ერთი ან ათი წლის შემდეგ? სად არის ის? ვისთან ერთად? რითი არის დაკავებული? დაე, მოყვეს მან ამის შესახებ . მიეცით უფლება მომავალ თქვენ „მეს“ გაგამხნევოს და გაგანდოთ საიდუმლო, როგორ გაუმკლავდა თქვენ ამჟამინდელ პრობლემებს.

5. ავტომატურ რეჟიმში დაწერილი წერილი.

ამ ტიპის წერილის წერა ყველაზე სახალისო და გასართობია. ყველაფრის ზედმიწევნით ჩაწერა! მაგალითად, ჩაიწერეთ ყველაფერი, ის რაც 10 წუთის განმავლობაში მოგივათ თავში. მიეცით ფურცელს საშუალება მოგტაცოს ყველა შემთხვევითი სიტყვა, წინადადება და იდეა. არაფერი შეცვალოთ, არაფერი დაარედაქტიროთ. უბრალოდ დაწერეთ . პარადოქსულია, მაგრამ ასეთ უწესრიგობისა და სიტყვების ქაოსური ნაკრებისგან, ყოველთვის შეიძლება რაღაც დამაფიქრებელის, ღირებულის ამოღება. თუ აზრის „დაჭერა“ ვერ მოხერხდა, არაფერი გიდგათ წინ კვლავ გადააგდოთ ანკესი თქვენს არაცნობიერში, ადრე თუ გვიან დაიჭერთ ოქროს თევზსს.

6.დღიური.

პირადი დღიური-იდეალური მეგობარია, რომელიც მზადაა ოცდაოთხ საათიან რეჟიმში მოგისმინოთ. ის მიგიღებთ ისეთს როგორიც ხართ , კარგად გრძნობთ თავს თუ ცუდად, ამასთან ყოველთვის შეგიძიათ ენდოთ მას და მოუყვეთ ის რასაც არავის არასდროს არ მოუყვებით.

გაზიარება:

კლინიკური ფსიქოლოგი, დანტე ალიგიერის საქართველოს კომიტეტის არტ თერაპევტი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply