თევზები (შთამაგონებელი ისტორია)

0

მდინარე კალაპოტიდან გადავიდა თავისი ყოფილი კალაპოტის ადგილას უამრავი ცოცხალი თევზი დატოვა. თევზები საცოდავად ხტუნავდნენ და სასოწარკვეთილები თავის გადარჩენას უაზროდ ცდილობდნენ.

ამ ადგილას უამრავი ადამიანი იყო მოსული და სიხარულით კრეფდნენ ძირიდან თევზს და სახლში მიჰქონდათ. მხოლოდ ერთი კაცი დადიოდა მარტო, იღებდა თევზებს და ხელის მძლავრი მოქნევით მდინარის ახალი კალაპოტისაკენ ისროდა. ხალხი გაკვირვებით უყურებდა და მას ირონიულად ეღიმებოდათ.

მოულოდნელად “შეშლილ” კაცთან ერთი “კეთილისმსურველი” მივიდა და უთხრა:

რას შვები? გაგიჟდი? ვერ ხედავ ყველას გიჟი ჰგონიხარ !? შეიძლება თევზების გადარჩენაზე ზრუნავ და ეს კეთილ საქმედ მიგაჩნია, მაგრამ აქ ათასობით ცოცხალი თევზია და უბრალოდ ვერ შეძლებ ყველას გადარჩენას.. ასე რომ შეეშვი, შენს თავგამოდებას მაინც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!

“შეშლილი” კაცი წამით დაფიქრდა, შემდეგ ძირს დაიხარა და კიდევ ერთი თევზი აიღო ხელში.

-აი, ამისთვის აქვს მნიშვნელობა – ირონიული ღიმილით უთხრა მან კეთილისმსურველს და შემდეგ ხელის მძლავრი მოძრაობით თევზი მდინარეში ისროლა…

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply