„თავისუფლება არის ყველაზე უპირველესი, რაც ადამიანს შეიძლება ან წაართვა, ან მიანიჭო“

0

ბესიკ ხარანაულის გამონათქვამები ინტერვიუდან:

,,ჩემ გარშემო ბედისწერისა ყველას სჯეროდა. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მთავარი ფილოსოფიური საკითხავი. მჯერა ბედისა. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ადამიანებზე, რომელთაც ცხოვრება ცუდად წაუვიდათ და ვეკითხები ჩემს თავს; რატომ? მაგალითად, იყვნენ ადამიანები ჩემ თვალწინ, რომლებიც სულ არ იმსახურებდნენ, ცუდად რომ მოექცა ბედი. თუნდაც ელინურ კულტურაში, თუნდაც აღმოსავლურში, რაც უფრო იქით წახვალ, უფრო სჯერათცოდვაა ძალიან საშიში. ჩვენს ხალხურ ცნობიერებაში ცოდვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

,,მე ერთგან მიწერია: მე ცოდვა სახლში არ შემიტანიაძალიან მაშინებს ცოდვა, რომელიც მიწაზე ხომ ბალახივითაა და ცისკენ რომ გაიქცევი მიწით ამფრთხვალი, იქაც კოსმიური კლავიატურასავით დაგებული დაგხვდება

,,თავისუფლება არის ყველაზე უპირველესი, რაც ადამიანს შეიძლება ან წაართვა, ან მიანიჭო. თავისუფლება უკიდეგანო ცნებაა, რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი იგრძნოს, გაიგოს მისი არსი, მით უფრო უსხლტება ხელიდან. თავისუფლება არაფერს არ კეტავს, არაფერს არ იწყებს, არაფერს არ ამთავრებს. თავისუფლებაა ისიც, ადამიანი რომ იბადება, თავისუფლებაა, რომ კვდება. “სამყაროში ადამიანი მით უფრო მარტოა, რაც უფრო ჭკვიანია, სისულელე კი ძალას აძლევს, რომ სამყაროს გაურკვევლობაში და სინამდვილის მოთხოვნილებებში დრეკადი და მოქნილი იყოს, აჰყვეს გაურკვეველ სამყაროს, მკაცრი სინამდვილის რიტმს და მოხრილი კი არ იყოს კითხვის ნიშანივითრა ვქნა? – არამედ ძახილის ნიშანივით გამართულიუნდა ვიმოქმედო!”

,,ოცნებას ვერ გავურევ ისეთ მყარ ცნებებში, როგორებიცაა ბედისწერა და ცოდვა. ყოველი არსება შეუცნობლად რაღაცისკენ ისწრაფვის. მეც ასე ვიყავი. ოცნებას ვერ ხედავ, მე კი არ მიყვარს არაფერი, რაც მხოლოდ წარმოსახვაში რჩება.. ამიტომ არასოდეს არ მიოცნებია რაიმეზე. თმის ღერიც არ მინდა მეტი მქონდეს. ბეწვისოდენაც არ ვებრძვი იმას, რაც იყო და რაც არის.

,,ადამიანი მარადიული ბავშვია და რაღაცებს იგერიებს. ბავშვს მარტივად რომ მოვატყუებ, ისინიც ტყუილს მეუბნებიან რამეს. მაგალითად, ჩემმა შვილიშვილმა, გვერდით რო მეწვა, ძლივს ითქვამდა სულს, ისე მიყვებოდა, როგორ მოკლა მგელი

დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა.

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply