თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი

0
ერთხელ ერთ ბიზნესმენს დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა. უამრავი ვალი ჰქონდა და კრედიტორები თანხის უკან დაბრუნებას სთხოვდნენ – მოკლედ გამოსავალი არ ჩანდა.
ერთ საღამოს,როცა ჩვენი დაღონებული ბიზნესმენი ქალაქის ერთ–ერთ პარკში იჯდა და გამოსავალზე ფიქრობდა, მოულოდნელად ერთი კაცი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.
–ვხედავ, რაღაც გაწუხებს – უთხრა უცნობმა ბიზნესმენს და გულახდილი აღსარებისათვის მოემზადა.
ბიზნესმენს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ყველაფერი უამბო უცნობს.
– შემიძლია დაგეხმარო – უთხრა მოულოდნელად  უცნობმა ბიზნესმენს. ერთი წლით გასესხებ მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭირო ფულს. ამ სიტყვების შემდეგ უცნობმა სახელი და გვარი ჰკითხა ბიზნესმენს და 500 000 დოლარის ჩეკი გამოუწერა.
– ერთი წლის შემდეგ ზუსტად ამავე ადგილას და დროს დამიბრუნებ ფულს – უთხრა უცნობმა ბიზნესმენს
– ახლა შემიძლია ერთი ხელის მოსმით დავასრულო ჩემი ფინანსური პრობლემები – ფიქრობდა ბიზნესმენი,როცა უცნობ კაცს დაშორდა. თუმცა შემდეგ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გაანალიზა,რომ არც ისე მარტივი გამოსავალი შესთავაზა კეთილისმყოფელმა.
ერთი წლის შემდეგ ხომ ისევ მომიწევს ამ თანხის უკან დაბრუნება? ანუ იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩები… ეს არაა გამოსავალი – ხმამაღლა წამოიძახა მწარე გაღიმებულმა ბიზნესმენმა. თუმცა რამოდენიმე წუთის შემდეგ ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა ფული სეიფში შეენახა. ერთადერთი,რაც მასში უცნობმა კაცმა გააღვიძა საკუთარი თავის რწმენა და ოპტიმიზმი იყო – მიხვდა ბიზნესმენი და მუშაობას შეუდგა.
2 თვის შემდეგ ბიზნესმენმა ხელშეკრულება გააფორმა რამოდენიმე ახალ კომპანიასთან და გაყიდვების რაოდენობა მკვეთრად გაუმჯობესდა. 5 თვის შემდეგ კი ვალები გაისტუმრა და ყველაფერი თავიდან დაიწო. ყველა საქმე კარგად მიდიოდა, ბიზნესმენიც ახალ წარმატებებს აღწევდა და შემოსავლებიც ეზრდებოდა.
ერთი წელიც გავიდა.ბიზნესმენი შეთახმებულ დროს და ადგილას დაბრუნდა ჩეკით ხელში და ცოტა ხანში უცნობიც გამოჩნდა.მოიკითხეს ერთმანეთი და როცა ბიზნესმენი ჩეკს უკან უბრუნებდა უცნობს მოულოდნელად პარკში ერთი ქალი გამოჩნდა და მათკენ გამოემართა. ქალმა სწრაფად დაიჭირა უცნობი კაცი და დამამშვიდებელი ნემსი გაუკეთა.
გაოცებული ბიზნესმენი უცნობი ქალის ხმამ გამოაფხიზლა.
– იმედია არ შეგაწუხათ, ეს კაცი გიჟია და მე მისი მომვლელი ვარ. სახლიდან გამოიქცევა ხოლმე და ხალხს არწმუნებს, რომ მდიდარი ბიზნესმენია… თუმცა ძალზედ უწყინარია და არავის არაფერს უშავებს – ღიმილით დაამატა ქალმა.
გაოცებული ბიზნესმენი მშვიდად აკვირდებოდა,თუ როგორ მიჰყავდა მომვლელს უცნობი კაცი სახლში.ბიზნესმენი ხვდებოდა,რომ თურმე ერთი წლის წინათ,როდესაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა სულ ცოტა ნახევარი მილიონი დოლარი ედო ჯიბეში და ამას ვერც კი ხვდებოდა. ფულს არ შემოუტრიალებია მისი ცხოვრება, ეს იყო ცოტაოდენი ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა,რომელიც მას გიჟმა კაცმა შემატა…

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply