Connect with us
დამოკიდებულება

ბედნიერება

დამოკიდებულება ცვლის ცხოვრებას

რამოდენიმე წლის წინ ჩემმა ერთ–ერთმა ასისტენტმა ტელეფონის ზარს უპასუხა.ხაზზე ერთი ქალბატონი იყო ალაბამის შტატიდან, საუბრის დასასრულს ლაურა მეუბნება: ზიგ, ამ ქალს ძალიან დიდი პრობლემები აქვს, თუმცა მჯერა,რომ თქვენ შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ, თუ შეხვდებით და რამოდენიმე წუთს დაუთმობთ.

– კარგით ლაურა – ვუპასუხე მე. უთხარით,რომ კულისებში შევხდები და 10 წუთს დავუთმობ (დატვირთული გრაფიკი მქონდა). კულისებში ვიჯექი ველოდებოდი, როცა იგი შუბლშეკრული მოაბიჯებდა. არასოდეს მინახავს ადამიანში ამდენი სიბრაზე და უარყოფითი აურა. ლამის ტირილი დაიწყო,როდესაც დამინახა.
– ძალიან მიხარია,რომ გნახეთ – მითხრა მან. საშინელ ადგილზე ვმუშაობ, მძულს ჩემი სამუშაო, იქ არავინ მიყვარს.

– შეგიძლიათ დამეხმაროთ? – მკითხა მან.

მოდით გავაანალიზოთ, მხოლოდ 10 წუთი მაქვს, შევხედე მას და ერთ რამეს მივხვდი :

მე მრჩეველი არ ვარ, მაგრამ ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის დარგებში მომუშავე ბევრ ასეთ ადამიანს შევხვედრივარ და მათ ხშირად უთქვამთ ჩემთვის,რომ არ არის საჭირო ყველას პრობლემა თავად გადავჭრათ, ვინც კი ჩივილით მოვა ჩვენთან. ვერ ვხდები რატომ უნდა მოგახვიოს ადამიანმა თავზე პრობლემები, რომელთა გადაჭრა თავისი ძალებით არც კი უცდია?

მე გეტყვით რატომ: ისინი მოგითხრობენ უამრავ რამეს და თუ თქვენ შეეცადეთ და სწორად გადაჭერით მათი პრობლემები, მალე სხვა პრობლემებთან ერთად მოგაკითხავენ და ეს მუდამ ასე გაგრძელდება…

დიახ, მათ სურთ,რომ თავიანთი პრობლემებით მიიქციონ ყურადღება – ყველა კომპანიას ჰყავს ასეთი დაქირავებული.

კარგით, მე შევხედე ამ ქალბატონს და ცივად არა, თუმცა მტკიცედ ვუთხარი:
– დიახ, მემ მე მაშინებს თქვენი პრობლემა.ვშიშობ,რომ საქმე უფრო გაუარესდება.

– რას გულისხმობთ – მკითხა მან.

– სამსახურიდან გამოგიშვებენ – ვუპასუხე მე.

იგი სახტად დარჩა,ალბათ მეტად ვერც კი განვაცვიფრებდი სახეზე წყალი ,რომ შემესხა.

– სამსახურიდან გამათავისუფლებენ? – შეჰყვირა გაოცებულმა. და რატომ მე? მისი სახის გამომეტყველება ნათლად ამბობდა:

“ცოტაა ქვეყნად ცუდი ადამიანი,რომ ჩემნაირ კარგ პიროვნებას ეს დაემართოს?”
თუ ოდესმე შეგიმჩნევიათ, ადამიანები, რომლებიც თავადვე არიან პრობლემა ვერ ხვდებიან ამას.ისინი ამას უარყოფენ (are denial). და ფიქრობენ,რომ “denial” უბრალოდ მდინარეა ეგვიპტეში.

– რატომ დაგემართებათ? – გავიფიქრე. არ მჯერა,რომ ამერიკაში არსებობდეს იმდენად დიდი კომპანია,რომ ამხელა შხამი აიტანოს თავის თუნდაც ერთ პატარა წერტილში.

თუ შეგიმჩნევიათ,როდესაც ვინმე იმის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგება რაზეც წუწუნებს, არა აქვს მნიშვნელობა რა არის ეს მანქანა, სახლში,სამსახური,თუ სხვა რამ, ეს ყველაფერი მათთვის ისეთივე ღირებულებას იძენს, როგორიც თავდაპირველად ჰქონდა.

მან შემომხედა და მკითხა:

– რა შემიძლია გავაკეთო?

– ნამდვილად გსურთ,რომ გაიგოთ? – ვკითხე მე.

– დიახ,რასაკვირველია. ამიტომაც მოვედი თქვენთან – მიპასუხა მან.მე დახმარებას ვეძებდი.

ქალბატონო, მე მაქვს იდეა და გარანტიას გაძლევთ,რომ თუ ამას გააკეთებთ იგი თქვენს პრობლემას გადაჭრის.

– მშვენიერია – თქვა მან. ყველაფერს ვეცდები, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

– კარგით,როდესაც სახლში მიხვალთ, ყველა საქმეს მორჩებით და ძილის დრო მოვა, შედით საძინებელ ოთახში, აიღეთ კალამი და ფურცელი და დაწერეთ: მე მომწონს ჩემი სამუშაო იმიტომ,რომ …

მან შემაწყვეტინა.

– ეს არც ისე იოლი იქნება: მე არ მომწონს ჩემი სამსახური, იქ არაფერი მომწონს, არ მიყვარს ჩემი თანამშრომლები.

– უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო მაინტერესებს, იქ იძულებით მუშაობთ, თუ გიხდიან ამისათვის? – ვკითხე მე.

– კარგით, ვაღიარებ,რომ მიხდიან – თქვა მან.

– და თქვენ არ მოგწონთ,რომ გიხდიან? – ვკითხე მე.

– კი, რასაკვირველია მომწონს – მითხრა მან.

– კარგით მაშინ ახლავე გახსენით თქვენი ნოუთბუქი და ჩამოწერეთ ის ყველაფერი, რაც თქვენს სამსახურში მოგწონთ –ვუთხარი მე. ხელფასს გიხდიან და ეს მოგწონთ, განაგრძეთ და ჩამოწერეთ დანარჩენიც.

იგი ერთ ადგილზე გაქვავებული იდგა. მე კიდევ გავუმეორე. რას ელოდებით გახსენით ნოუთბუქი და შეუდექით სიის ჩამოწერას.

ის კვლავ ერთ ადგილას იდგა.

– ქალბატონო ნება მომეცით ჩემი ცხოვრების გამოცდილება გაგიზიაროთ:

აღმოვაჩინე,რომ 100–დან 100 შემთხვევაში გამონაკლისის გარეშე, ადამიანები, რომლებიც პირველ ნაბიჯს არ დგამენ, ვერასოდეს დგამენ მეორეს.

ეს ქალი ჩემთან უაზრო ოცნებით მოვიდა. იგი ფიქრობდა, რომ მივიდოდა მშვენიერ მისტერ ზიგლერთან, იქიდან კი პრობლემების გარეშე წამოვიდოდა უკან და შემდეგ უზრუნველად გააგრძელებდა ცხოვრებას.

მაგრამ ხალხნო, მინდა ერთი რამ გითხრათ. მე არ შემიძლია მისი პრობლემების მოგვარება, მე არ შემიძლია გადავჭრა თქვენი პრობლემები. მე მხოლოდ შემიძლია დაგეხმაროთ სწორი ნაბიჯების გადადგმაში, რომელთა წყალობით თავად შეძლებთ საკუთარი პრობლემების მოგვარებას.ისე როგორც საბოლოოდ ამ ქალის შემთხვევაში მოხდა.

– და ვიდრე პირველ ნაბიჯს გადადგამდეთ მსურს გითხრათ,რომ ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი – ვუთხარი მე.

გაბრაზებულმა გაშალა ნოუთბუქი და ვიდრე საქმეს დაასრულებდა 22 მიზეზი ჩამოწერა,რის გამოც მოსწონდა თავისი სამსახური.

გარდა იმისა,რომ ხელფასს უხდიდნენ ასევე ყოველთვიურ დანამატსაც აძლევდნენ. ჰქონდა სამკვირიანი ანაზღაურებადი შვებულება, იყო კომპანიის მოგების წილში, ჰქონდა კარგი ჯანრმთელობის, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა, მისი სახლი სამსახურიდან 10 წუთის დაშორებით მდებარეობდა, მონაწილეობას იღებდა მმართველობით გადაწყვეტილებებში, სამსახური წელიწადში სამჯერ უტარებდა უფასო პროფესიულ გადამზადებას, ჰქონდა საკუთარი კაბინეტი და ადგილი ავტომობილის პარკინგისათვის…მოკლედ ჰქონდა 22 მიზეზი რის გამოც მოსწონდა საკუთარი სამსახური.

– კარგით – ვუთხარი მე. როდესაც სახლში დაბრუნდებით ყველაფერი დასრულდება. შედით საძინებელში, დაისვენეთ,დაფიქრდით და შეცვალეთ წინადადება : მე მომწონს ჩემი სამსახური – წინადადებით: მე მიყვარს ჩემი სამსახური. დადექით სარკის წინ, მე შეიძლება ამას ძალიან შთამბეჭდავად ვერ ვამბობდე, მაგრამ შევეცდები გაჩვენოთ მაგალითი.

თვალები თქვენი სულის სარკმლებია. შეხედეთ თქვენს თავს თვალებში და მთელი გრძნობითა და ენთუზიაზმით უთხარით:

მე მიყვარს ჩემი სამსახური იმიტომ, რომ მე ხელფასს მიხდიან ამისთვის.

მე მიყვარს ჩემი სამსახური,რადგან ისინი დამატებით პრემიას მაძლევენ.

მე მიყვარს ჩემი სამსახური,რადგან მშვენიერი დაზღვევა მაქვს.

მე მიყვარს ჩემი სამსახური ყველა იმ მიზეზის გამო,რაც ჩამოვწერე.’

და ამ ღამით უკეთესად დაგეძინებათ.

ალბათ ხვდებით,რომ რაღაც იმალება იმაში,რასაც ახლა გეუბნებით. როდესაც ის ამბობს: მე მიყვარს ჩემი სამსახური, იგი გულისხმობს,რომ მადლიერი და კმაყოფილია ამ სამსახურით.

და ყველა ემოციათა შორის,რომელიც ჩვენ გვაქვს, ჰანს სიელის თანახმად,რომელიც ნომერი პირველი სტრესის სპეციალისტია ამერიკაში, მადლიერება ყველაზე ჯანრმთელი ემოციაა.

მე გეუბნებით წაიკითხეთ ეს ჩამონათვალი და თქვით : მე მომწონს ჩემი სამსახურის ნაცვლად – მე მიყვარს ჩემი სამსახური და თქვენ ამ ღამით უკეთ დაგეძინებათ. როდესაც მეორე დილით გაიღვიძებთ, ვიდრე სამსახურში წახვალთ ისევ დადექით სარკის წინ და გაიმეორეთ იგივე პროცესი – ისეთივე გრძნობითა და ენთუზიაზმით, როგორც წინათ: მე მიყვარს ჩემი სამსახური იმიტომ,რომ… და წაიკითხეთ ჩამონათვალი.

რეალობა ნათელია ამ გზით თქვენ ნეგატიურის ძიების პროცესიდან პოზიტიურის ძებნაზე გადახვედით.

ადამიანთა უმეტესობა ისე ეძებს ნეგატივს ყველგან თითქოსდა ჯილდო იყოს დაწესებული ამისათვის. მუდამ თან გქონდეთ ეს ჩამონათვალი და გარანტიას გაძლევთ,რომ მალე იგი უფრო გრძელი და ვრცელი გახდება.გააკეთეთ ეს ყოველ დილა–საღამოს და გაოცებული დარჩებით შედეგებით.

6 კვირის შემდეგ მე დავბრუნდი ალაბამაში და გაყიდვების შესახებ ვატარებდი სემინარს. ეს ქალბატონი ჩემს სემინარს ესწრებოდა და ისე მისმენდა კბილებდაკრეჭილი თითქოსდა ბანანს მიირთმევდა. დიახ, მე აღფრთოვანებული ადამიანის შესახებ გიყვებით.

– როგორ ხართ – ვკითხე მე.

– მშვენივრად მისტერ ზიგ – მიპასუხა მან. გმადლობთ,რომ დაინტერესდით.თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ,როგორ შეიცვალნენ ჩემი თანამშრომლები.

მსურს ხაზი გავუსვა : თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა, მაგრამ შეგიძლით შეცვალოთ საკუთარი თავი. ყველაფერი თქვენით იწყება. ამ ქალის ცხოვრებაში ცუდი ფაქტი ის იყო,რომ იგი ნეგატიურ გარემოში დაიბადა და გაიზარდა. მშობლებმა უთხრეს,რომ არაფერს წარმოადგენდა. “შენ ზარმაცი ხარ, ყოველთვის და ყველგან აგვიანებ, ვერასოდეს იქნები შენი დისა და ძმის მსგავსი”.როდესაც დაქორწინდა ქმარმა იგივე გააგრძელა და შესამისად მისი თვითშეფასება აბსოლიტურად ნეგატიური გახდა. “მშობლებმა მითხრეს,რომ ვერაფერს მივაღწევდი, ქმარმა მითხრა,რომ არაფრის გაკეთება შემიძლია”, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, როდესაც საკუთარი თავის შეცვლა დაიწყო, მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა.

თარგმანი: თემო ბერიშვილი;

გაზიარება:

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

1 Comment

  1. nino

    ივლისი 24, 2014 at 10:34 AM

    Irina Meqvabishvili ,,ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ სხვა,მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი თავი” <3

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ბედნიერება

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ