Connect with us
სიზარმაცე

ფსიქოლოგია

ზარმაცი ადამიანი – ანუ არასაკმარისი მოტივაციის მქონე პიროვნება

ვიკიპედიის განმარტებით სიზარმაცე მუშაობის, მოქმედების, საქმის კეთების სურვილის ნაკლებობა. ამავე განმარტებას ეხმიანება პოლიტკორექტირების ლექსიკონიც, სადაც ნათქვამია, რომ “ზარმაცი ადამიანი არის არასაკმარისი მოტივაციის მქონე პიროვნება”.

არსებობს სიზარმაცის ორი ძირითადი გამოვლინება: აპათია და გაჭიანურება. აპათიის დროს ადამიანს არაფრის კეთება არ სურს და მოტივაციის ყველაზე დაბალი გამოვლინებით ხასიათდება.

გაჭიანურება კი მჭიდროდაა დაკავშირებული აპათიასთან. ზოგადად ადამიანი, რომელიც აჭიანურებს რაიმე საქმის გაკეთებას, თავს უფრო დაძაბულად გრძნობს. სიზარმაცეს იწვევს: თვითშეფასების დაბალი დონე, ზედმეტი თავდაჯერებულობა, იმედისა და რწმენის ნაკლებობა და არამარტო. როგორც ამბობენ, ეს არის შეგრძნება, რომელსაც ადამიანი ყველაზე მეტად ეჩვევა.

ადამიანის სიზარმაცეს აქვს როგორც სულიერი ასევე ბიოლოგიური მიზეზები .სულიერ სიზარმაცეს განსაზღვრავს ჩვენი დამოკიდებულება კონკრეტული საქმის მიმართ ”მოგვიანებით  გავაკეთებ” ეს ფრაზა ალბათ ყველას ბევრჯერ გამოუყენებია, ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ  ეს “მოგვიანებით” ე.წ “deadline”-წინა ღამე ან საათებია. ბიოლოგიურ სიზარმაცეს კი ადამიანში იწვევს ამბიციის ნაკლებობა, როცა ადამიანი არ არის დაინტერესებული აკეთოს ის, რაც განვითარებაში დაეხმარება, ან სამომავლოდ გამოადგება.

რამოდენიმე რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ სიზარმაცეს და ავიმაღლოთ მოტივაცია:

1.შეხედეთ ყველაფერს პოზიტიურად

ერთ-ერთი მიზეზი რაც ქმნის სიზარმაცეს ისაა, რომ ყველაფერს რთულად ვუყურებთ და ძნელად მისაღწევი გვეჩვენება.

2.იფიქრეთ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ გააკეთებთ კონკრეტულ საქმეს.

ზარმაცი ხალხი ყოველთვის ფიქრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა იმუშაოს. იმაზე ფიქრი  კი თუ მომავალში რა შესაძლებლობებს გპირდება შენს  მიერ გადადგმული ნაბიჯი და მიღებული გადაწყვეტილება, ადამიანში მოტივაციის დონეს ამაღლებს.

3.იპოვნეთ პარტნიორები.

პარტნიორები გვეხმარებიან თავი დავახწიოთ სიზარმაცეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შინაგანი მოტივაცია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოტივაცია, რომელიც გარედან მოდის.

4.გამოიწვიეთ საკუთარი თავი.

შეძლებთ კი გააკეთოთ? სხვას თუ შეუძლია თქვენ რატომ ვერ შეძლებთ?

 5. დააკვირდით სხვის წარმატებას.

ცნობილია, რომ როცა ადამიანი აკვირდება სხვის წარმატებას, მეტად მოტივირებული ხდება. იპოვნეთ წარმატებული ადამიანი თქვენს სფეროში და ეცადეთ მისი წარმატება თქვენს მოტივაციად და  ამბიციად აქციოთ.

გაზიარება:

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაკულტეტი:ჟურნალისტიკა,მეორეული სპეციალობა პოლიტოლოგია

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ფსიქოლოგია

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ